reportiori.ge - ეკა ბესელია „ფაზისობის“ დღესასწაულს აღადგენს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:21
საზოგადოება
ეკა ბესელია „ფაზისობის“ დღესასწაულს აღადგენს
ავტორი:
25 აგვისტო, 2013. 13:20

უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია „ფეისბუქის" გვერდზე წერილს აქვეყნებს, სადაც ფოთის მოსახლეობას „ფაზისობის" ტრადიციის აღდგენას პირდება და აღნიშნავს რომ ეს შესანიშნავი ტრადიცია წარსულის საკუთრება გახდა. „რეპორტიორი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ამ წერილით გამოვხატავ ათასობით ფოთელის და ჩემი ამომრჩევლის სურვილს, რომელიც უკავშირდება ძალიან ლამაზი ტრადიციის ,,ფ ა ზ ი ს ო ბ ი ს" ადგენას

შორეულ წარსულში ქალაქი ფაზისი უდიდეს როლს ასრულებდა იმდროინდელი მსოფლიო ხალხთა სამეურნეო თუ კულტურულ ცხოვრებაში.

ფაზისმა თავისი აკადემიით, კულტურით, სავაჭრო ეკონომიური ურთიერთობებით სახელი და დიდება მოუპოვა ძველ კოლხებს.
კოლხთა გმირული წარსულით ძველი ფაზისი ინტერნაციონალური ქალაქი იყო
მე-20 საუკუნის 70- იანი წლების დამდეგს ძველი ფაზისის ტრადიციები გადაეცა მის მემკვიდრეს ფოთს და ფოთელი კაცის ყოფაში მტკიცედ დამკვიდრდა ეროვნული-სახალხო დღესასწაული „ფაზისობა" რომელსაც არა მარტო ფოთელები, არამედ მთელი საქართველოს საზოგადოება და სხვადასხვა დაძმობილებული ქალაქების წარმომადგენლები ზეიმობდა.
1975 წელს ფუნქციონირებას შეუდგა ძველი ფაზისის რიტორიკული სკოლის მემკვიდრე „ფაზისის" სახალხო აკადემია, სადაც ჩვენდა საბედნიეროდ დღემდე სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი მუშაობა მიმდინარეობს.

„ფაზისობა" კი სამწუხაროდ წარსულის კუთვნილება გახდა.
ყოველ კეთილ საქმეს თანმიმდევრობა და თანადგომა სჭირდება. მარტო ის რად ღირს, რომ მალთაყვის უნიკალური დიდების მემორიალი-სამამულო ომში დაღუპულთა სიმბოლური საფლავები ისევ აღიდგენს ქალაქში დამკვიდრებულ უნაზეს ტრადიციას და ჩვენი თაობა, მაღალი გრძნობებისა და იდეალების მატარებელი ახალგაზრდობა, კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს მათ, ვინც თავი გასწირა ნათელი მომავლისათვის
ოთხ წელიწადზე მეტი გავიდა აგვისტოს ომიდან. სულიერი ღირებულებანი სწორედ რომ ამ კუთხითაც უნდა იქნას წარმოჩენილი სახალხო დღესასწაულზე.
მართლაც ხომ არ დადგა დრო, ჟამი იმისა, რომ აღვადგინოთ ეს კეთილშობილური ღონისძიებები, რომლებიც ალამაზებდა ამ ქალაქს და სულიერად აძლიერებდა ადამიანებს.
ყველა გზა რუსთაველისაკენ მიდის, ასეთია ცნობილი ფრაზის ფოთური ტრადიცია, ფოთელები ამაყობენ ქალაქის ქუჩების ორიგინალური განლაგებით.
„ფაზისობის" ერთ-ერთი მთავარი ძარღვიც ხომ ქუჩების დათვალიერება - ზეიმია
აუცილებლობას წარმოადგენს- წელსვე აღსდგეს „ფაზისობის" დღესასწაული თავისი ტრადიციებით.
უპირველესად გამოცხადდეს გადაწყვეტილება და იმავდროულად უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს ორთვიურის ჩატარების გეგმა-პროგრამა და რეკომენდაციები, რადგან „ფაზისობა" მოიცავს სხვადასხვა სახის ღონისძიებათა ერთობლივ ციკლს.

მაჟორიტარის ნდობის მანდატი, ფოთელების წარმომადგენლობა მავალდებულებს ვიზრუნო ჩვენი ქალაქის სოციალურ-კულტურულ განვითარებაზე „ფაზისობის" აღდგენით განვახორციელოთ სხვადასხვა სახის პროექტები, რომლებიც ესოდენ საჭიროა ქალაქის განვითარებისათვის.
ამით კი ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ხნის სურვილს ვახმოვანებ.
ანალოგიური წერილით მომმართა ფაზისის აკადემიამ და ჩვენ ერთად განვახორციელებთ ამ ინიციატივას.
ვფიქრობ „ფაზისობა" იქნება ის მთავარი -მაგისტრალური შემაკავშირებელი ხიდი სიკეთისა, ადამიანის სიყვარულისა და სურვილი იმისა, რომ ადამიანებს მივანიჭოთ სიხარული.
წელს ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელია. სექტემბრისთვის ველოდებით არაერთ სტუმარს. ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღია.
მე როგორც ქალაქ ფოთის მოსახლეობის წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატი შემოვდივარ ინიციატივით აღდგენილ იქნას შესანიშნავი ტრადიცია „ფაზისობა" შემოდგომაზე.
მზად ვარ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მთავრობასთან, კულტურის სამინისტროსთან კოორდინაციით, ფოთის აკადემიურ წრეებთან და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად დავიწყოთ მოსამზადებელი სამუშაოები, რათა წელს, შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბერში დაიგეგმოს და ჩატარდეს ,,ფაზისობის" დღესასწაული და ამისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილება დროულად იყოს მიღებული."

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016