აფხაზეთის „რესპუბლიკის" დროებითი სახალხო საბჭო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეტაკებები მოხდება, სრული პასუხისმგებლობა ალექსანდრე ანქვაბს დაეკისრება, რომელსაც თანამდებობის დატოვება არ სურს.
„ალექსანდრე ანქვაბმა დიდი ხანია, აფხაზ ხალხთან და რეალობასთან კავშირი დაკარგა. აფხაზმა ხალხმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ამ გაბანკროტებულ მოღვაწეზე, რომელმაც კანონის ყველა ნორმა და აფხაზური პოლიტიკური ტრადიციები ფეხქვეშ გათელა. პრეზიდენტს დღეს აქვს შანსი თავის კარიერაში აფხაზი ხალხისთვის ერთადერთი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს", - ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა, დე ფაქტო პრეზიდენტს კი მიმართა, თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს. საპასუხოდ, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან არ გადააყენებს და თავადაც არსად წასვლას არ აპირებს.