reportiori.ge - სათვალის შექმნის ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:02
სხვადასხვა
სათვალის შექმნის ისტორია
30 მაისი, 2014. 14:20

სათვალე ბევრი ადამიანის განუყოფელი ნაწილია, მას გამოიყენებენ როგორც მხედველობის გასაუმჯობესებლად ისე მზის სხივებისგან  დასაცავად, ასევე ბევრისთვის იმიჯის ნაწილიცაა.ამასთანავე არც ერთ წელს აქტუალურობას არ კარგავს და ერთ-ერთი მოდური აქსესუარია,   მაგრამ მის მომხმარებელთაგან ცოტამ თუ იცის ამ ნივთის შექმნის ისტორია.

                    
ამ ნივთის შესახებ ინფორმაცია მწირია და ზუსტად არ იციან  როდის გამოიგონეს,მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას,რომ 1266 წელს როჯერ ბეკონმა, ინგლისელმა მღვდელმა, რომელიც ბევრ საინტერესო ექსპერიმენტს ატარებდა, გამოიგონა საშუალება გაედიდებინა წიგნში ასოები, რათა კითხვა გაადვილებულიყო. მან უბრალოდ წიგნზე დაადო მინის ბურთი. რა თქმა უნდა, ამას არ ჰქონდა ისეთი შედეგი, როგორც სათვალეს, მაგრამ ჩანასახს ნამდვილად წარმოადგენდა.


პირველად სათვალე გამოსახულია კარდინალის სურათზე,რომელიც 1352წელს იტალიაში დაიხატა.ნახატზე გამოსახული იყო ორი ლინზა, რომლებიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.მე-16 საუკუნეში სათვალეს ძირითადად  იტალიასა და სამხრეთ გერმანიაში ამზადებდნენ.მას შემდეგ რაც წიგნების ბეჭდვა დაიწყო, სათვალე  უფრო პოპულარული გახდა, რადგან ბევრ ადამიანს დასჭირდა.


1874 წელს ბენჯამენ ფრანკლინმა  გამოიგონა ბიფოკალური ანუ ორფოკუსიანი სათვალე, რომელიც ერთ ჩარჩოში გაერთიანებულ ორ სხვადასხავა ლინზას წარმოადგენდა.


დღეს უკვე სათვალე ნამდვილად არ წარმოადგენს იშვიათ ნივთს, მისი მწარმოებელი ბრენდები ყოველწლიურად ანებივრებენ ამ ნივითის მოყვარულებს ახალი დიზაინის მქონე სათვალეებით. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016