ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. 28 401 პირველკურსელი უმაღლს სასწავლებელში ჩაირიცხა. ეს რაოდენობა საქართველოში პირველად დაფიქსირდა.
სტუდენტების სიასთან ერთად საგრანტო კონკურსის შედგებიც გამოცხადდა. 42 000 აბიტურიენტს საკუთარი შედეგების ნახვა სპეციუალურ საიტზე შეუძლია.
წინა წლებთან შედარებით მაღალია იმ სტუდენტთა რიცხვიც, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. მათი რიცხვი 9 000 აღწევს.
ყველაზე რეიტინგულ სასწავლებელებს შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტი პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე კი „თავისუფალი უნივერსიტეტია."
არსებული ინფორმაციით 13 700 აბიტურიენტი სტუდენტი ვერ გახდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განმარტებით, წელს, გამოცდები სტუდენტთა უმრავლესობამ ჩააბარა.
„გამოცდებში მონაწილებას 42 000 სტუდენტი იღებდა, აქედან დაახლოებით დაახლეობით 13 700 აბიტურიენტი ვერ გახდა სტუდენტი. წინა წლებთან შედარებით წელს ყველაზე მეტი სტუდენტი გვყავს. ყველას ჩარიცხულს მინდა მივულოცო გამოცდების ჩაბარება."- აცხადებს მაია მიმინოშვილი.