„ალია“ წერს, რომ რამდენიმე დღის წინ „ნაციონალების“ ე.წ. ელიტას დიღომში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში უქეიფია.
„მერის თანამდებობიდან გაგდებულმა გიგი უგულავამ, რამდენიმე დღის წინ მერის თანამდებობის მსურველმა, ნიკანდრო მელიამ და დიდუბის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, დავით ნაფეტვარიძემ, „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, მეტსახელად „კოღომ“ დიღმის ტრასაზე მდებარე ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორანი „დახურეს“ და ვინ ჰყავდათ დაპატიჟებული არ გაინტერესებთ? დიდუბის რაიონის სკოლების დირექტორები, „მამალი“ პედაგოგები და საბავშვო ბაღების გამგეები.
ინკოგნიტო წყაროს მტკიცებით, თურმე მთელი ღამე იყო ქეიფი, მტლაშა-მტლუში და სმა-ჭამა დიდად შესარგი. გიგი უგულავას სულ მჯიღები ურტყამს გულის ფიცარზე და დაუქადნია: ჩემი დედა, თუ ნიკანდრო მელიას ეს არჩევნები არ მოვაგებინო და „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დავაბურნოო. თუ მელია გაიმარჯვებს, უგულავას, სულ მცირე, ვიცე-მერობა გარანტირებული აქვს, მაგრამ პროკურატურაში დაკითხვაზე თუ გამოიძახებენ მორიგ საქმეზე, მერე რას იზამს, ამაზე სუფრასთან არაფერი უთქვამს“ - წერს „ალია“
როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, სააკაშვილმა საქართველო უკვე „ააყვავა“ და ახლა უკრაინელებს მეტი ჭკუის დამრიგებელი აღარ ჰყავთ. „სინამდვილეში ეს ყველაფერი შირმაა, ლევან ვარშალომიძეს კიევში დიდი ბიზნესები აქვს, ასევე, აქვთ სხვა „ნაციონალებსაც“ და რაკი ახლა იქ მაგათი „ძმაკაცი“ ხელისუფლება მოვიდა, ცდილობენ. უფრო გააფართოონ. ვარშალომიძეს კიევში ასევე აქვს საცხოვრებელი სახლების უზარმაზარი კომპლექსი. ბათუმში სასაცილოდაც არ ჰყოფნით, რომ ამბობენ, კიევში იმიტომ ჩავიდა, უკრაინელებს გამოცდილება გაუზიაროსო; თურმე იქ უნდა დაიწყონ რაღაც ახალი პროექტები, ნოვაციები და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც მიშა სააკაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ აჭარაში შავი ფული ათეთრეს წლების განმავლობაში, ახლა ეს უკრაინაშია გადასროლილი და იქიდან საკმაოდ დიდ მოგებასაც ნახულობენ. რაც აჭარაში კეთდებოდა, სასტუმროებიდან დაწყებული, ქვაფენილებით დამთავრებული, ყველგან წილში ისხდნენ. სადაც სამართალია, ამათ ბოლო თეთრამდე უნდა მოატანინონ, მაგრამ სად არის პატრონი?“ - აცხადებს „ალიასთან“ საუბარში თამაზ ბაკურიძე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბატსიონს კიევში იმაგრებს და პერიოდულად საქართველოდან ჩაჰყავს თავისი „ძმაკაცები“ ფულის კეთების მიზნით. მართალია, ის „ნაცების“ ჩასვლის მიზეზად უკრაინელებისთვის გამოცდილების გაზიარებას იშველიებს, მაგრამ სინამდვილეში მეორე „მაიდნის“ გეგმას ამუშავებს. ფული მოდის, სურვილი არის, გეგმა – მზადდება, ახლა მხოლოდ ხალხის შემზადებაა საჭირო, რასაც ყოფილი მმართველი გუნდის ჩინოვნიკები ზედმიწევნით კარგად ასრულებენ.
(წყარო: ალია)