reportiori.ge - ვის ესროლეს 9 წლის წინ ლევან სამხარაულთან ერთად და რა საეჭვო გარემოებები იკვეთება ამ გახმაურებული მკვლელობის საქმეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:00
პრეს-დაიჯესტი
ვის ესროლეს 9 წლის წინ ლევან სამხარაულთან ერთად და რა საეჭვო გარემოებები იკვეთება ამ გახმაურებული მკვლელობის საქმეში
ავტორი:
31 მაისი, 2014. 13:22



ამ ფოტოზე ზეზვა ასაბაშვილია გამოსახული. ის ლევან სამხარაულის მკვლელობის თვითმხილველი და შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა. არაოფიციალური ვერსიით, სწორედ ზეზვა ასაბაშვილმა გამოყვანა ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი სახლიდან მკვლელობის დღეს. უფრო მეტიც, ყვარლის ცენტრში მომხდარი სროლის დროს, მკვლელმა პირველად სწორედ ის დაჭრა ფეხში. ამის შემდეგ კი, ლევან სამხარაული გამიზნულად მოკლა. ოფიციალური ვერსიით, ლევან სამხარაულსა და ზეზვა ასაბაშვილს, მათივე თანაკლასელმა დავით მჭედლიშვილმა, 2005 წლის 22 მაისს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ამავე ვერსიის თანახმად, დავით მჭედლიშვილმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მკვლელი ფსიქიურად გაუწონასწორებელი პიროვნება იყო. კლასელებს შორის ინცინდენტს კი, საფუძვლად მე-10 კლასში მომხდარი კონფლიქტი დაედო. სამხარაულის საქმეზე გამოძიება, მკვლელობიდან რამდენიმე დღეში შეწყდა და მოხდარ ფაქტზე სრული სურათი, შეიძლება ითქვას რომ არ დადებულა. სწორედ ეს გახდა გამოძიების განახლების მიზეზი. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 9 წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე ძიების განახლება თანამდებობიდან წასვლამდე დაანონსა. 

„ნიუსპრესისთვის”ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ საქმეზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ზეზვა ასაბაშვილიც დაკითხა. მან სავარაუდოდ იცის, თუ რა საუბარი შედგა მოკლულსა და მკვლელს შორის. ასევე იცის რა მიზნით მოხდა ლევან სამხარულის სახლიდან გამოყვანა, მაშინ, როცა, ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი, ყვარელიდან თბილისში წამოსასვლელად ემზადებოდა. ზეზვა ასაბაშვილი მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობს. ჩვენ მასთან დაკავშირებას შევეცადეთ, თუმცა მოწმე დუმილს არ არღვევს. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე კი, „ნიუსპრესს“ ლევან სამხარაულის და მარიტა სამხარული ესაუბრა.



-მარიტა გამარჯობა. რა ეტაპზეა განახლებული გამოძიება თქვენი ძმის საქმეზე?

-გამოძიებასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი ახალი არაფერია. 



-თუ იცით, დაიკითხა თუ არა საქმეზე ზეზვა ასაბაშვილი?

-გამოძიებას დაველოდებით. ზეზვას დაკითხვაში საინტერესო და ახალი, ჩემი აზრით არაფერია.



-ის ხომ მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველია?

-არა, ზეზვაზე ის ვიგულისხმე, რომ გასაკვირი არ არის, რომ მას დაკითხავდნენ. გამოძიების დასრულებამდე ყველანაირი ეჭვის გამოთქმისგან თავს შევიკავებ.



- თქვენი აზრით, რატომ დაანონსდა ლევან სამხარაულის საქმის ხელახალი გამოძიება, ფიქრობთ თუ არა, რომ პროკურატურას ახალი სამხილები აქვს.?

-რაც მთავრობა შეიცვალა, მას შემდეგ აანონსებენ ჟვანიასა და ლევანის საქმეს. ასე არ არის? ასე, რომ სამხილებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. ალბათ სამხილები დაიდება და გამოძიებაც საბოლოოდ დასრულდება.



სამხარულის საქმეზე გამოძიების დასრულება მნიშვნელოვანია ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვისაც. ქართული მედიისა და პოლიტიკოსთა ნაწილი, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის მკვლელობას, ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ საქმეს პირდაპირ უკავშირებდა. სწორედ ლევან სამხარაულის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა გარდაცვლილი პრემიერის ცხედრის გამოკვლევა. მასვე მოუწია ფედერალური ბიუროს დასკვნის გამოქვეყნება, სადაც მნიშვნელოვანი უზუსტობა გაიპარა, რომელიც მოგვიანებით თარჯიმანს დაბრალდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის საქმეში:


სამხარაულის ერთ-ერთი კლასელი, ამერიკიდან გამოგზავნილ წერილში აცხადებდა, რომ სამხარაულის მკვლელობა წინასწარ დაიგეგმა და ის სახლიდან გამიზნულად გამოიყვანეს. მისივე ვარაუდით, დავით მჭედლიშვილი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დაამუშავეს და სამხარაული სწორედ მისი ხელით მოიშორეს. შემდეგ კი, მჭედლიშვილი სახლში მიბრუნდა და ასევე საეჭვო ვითარებაში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მჭედლიშვილს ერთი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, ხოლო მეორე გულში. შემთხვევის ადგილზე კი ორი იარაღი იქნა ნაპოვნი. ფაქტს მაშინ სამედიცინო ექსპერტები ვერ ხსნიდნენ, თუ როგორ შეძლო მჭედლიშვილმა ორი იარაღიდან ერთდროულად გასროლა და ორი სასიკვდილო ჭრილობის მიყენება. კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, რომელიც გამოძიებამ მაშინ ვერ გამოკვეთა: რატომ ესროლა ფეხის არეში ზეზვა ასაბაშვილს იარაღი მკვლელმა, ხოლო სამხარაულის მიმართულებით, სროლა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც დარწმუნდა, რომ ის გარდაცვლილი იყო. 


რამ გამოიწვია მჭედლიშვილის ასეთი მოქმედება და რა საუბარი უძღოდა მკვლელობას წინ, ეს გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან მაშინ ადეიშვილის უწყებამ გამოძიება შეწყვიტა. სწორედ შეწყვეტილი გამოძიება განახლდა 9 წლის შემდეგ და პროკურატურამ იმ მოწმეების დაბარება დაიწყო, რომლებიც საქმეზე დაკითხული არ ყოფილან. 



(newpress.ge ირაკლი ხომერიკი)



ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016