reportiori.ge - მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია თბილისის მერიის ნაცვლად, თბილისის საკრებულოში იმუშავებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:56
საზოგადოება
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია თბილისის მერიის ნაცვლად, თბილისის საკრებულოში იმუშავებს
ავტორი:
26 აგვისტო, 2013. 13:04

მერიის ინფორმაციით, შეიცვლება კომისიის შემადგენლობა და მას უმრავლესობიდან დანიშნული საკრებულოს წევრი უხელმძღვანელებს. მათივე ინფორმაციით, 2007 წლიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც შესაძლებელი გახდა მრავალი წლის განმავლობაში პირების ფაქტიურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებად იურიდიულად გაფორმებულიყო. ამით მოქალაქეებს საშუალება მიეცათ ეს ქონება სრულად გამოეყენებინათ ეკონომიკური საქმიანობისთვის, რაც საჯარო რეესტრში გაუფორმებლობის გამო მანამდე შეუძლებელი იყო.  

"საქმიანობის მანძილზე, კომისია მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის პროცესის გაიოლების მიზნით არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იყო, მათ შორის 2010 წელს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გათავისუფლდნენ შესაბამისი საფასურის გახადის ვალდებულებისგან, რითაც ამ პერიოდში უკვე ისარგებლა 716 მოქალაქემ, რომელთაც უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში მიწის ნაკვეთები. მუდმივად უმჯობესდებოდა მოქალაქეთა მომსახურების ხარისხიც. მთელი სამუშაო დღის განმავლობაში მოქალაქეებს შეეძლოთ ესარგებლათ კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა დაკმაყოფილებული განცხადებების რაოდენობა, მაგ: 2008-2009 წლებში დადებითად წყდებოდა განცხადებების 40 %-ზე ნაკლები, ხოლო 2013 წელს - დაკმაყოფილდა განცხადებების 60%-ზე მეტი", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016