reportiori.ge - გამოკითხულთა 40% ახალი მთავრობის მიმართ ნეიტრალურად არის განწყობილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:54
საზოგადოება
გამოკითხულთა 40% ახალი მთავრობის მიმართ ნეიტრალურად არის განწყობილი
ავტორი:
26 აგვისტო, 2013. 13:59

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ ნეიტრალურად არის განწყობილი. 

კითხვაზე, მთლიანობაში როგორ შეაფასებდით საქართველოს ახალ მთავრობას? - გამოკითხულთა 8% პასუხობს, რომ ძალიან მოსწონს, 33%-ს მოსწონს, 40% ნეიტრალურად არის განწყობილი, 11%-ს არ მოსწონს, ხოლოდ 4%-ს ძალიან არ მოსწონს, 4%-ს პასუხის გაცემა უჭირს, უარი განაცხადა 1%-მა. 
კვლევა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "რედისონში" იმართება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. 
გამოკითხვაში მონაწილეობდა საქართველოს 11 რეგიონის, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობა. სულ გამოიკითხა 2 028 სრულწლოვანი რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. 
როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, შერჩევის სიდიდე განისაზღვრა მონაცემთა 95%-იანი სანდოობით, სტატისტიკური ცდომილებით პლუს-მინუს 2-3 %-ის ფარგლებში. 
კვლევა საკვლევ საკონსულტუციო ცენტრმა "ფსიქოპრეოქტმა" ჩაატარა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016