reportiori.ge - „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე მონაწილეს ინტერნეტკონკურსით არჩევენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:20
კულტურა
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე მონაწილეს ინტერნეტკონკურსით არჩევენ
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 16:22

შემოდგომაზე პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონი იწყება. ჟიურის და მონაწილეთა ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ახმაურებენ. პროექტის მთავრი პროდიუსერი კვლავ ნოე სულაბერიძეა.  

ორგანიზატორების თქმით, წელს სიახლე ისაა, რომ პროექტს მეცამეტე წყვილი დაემატა, რომელიც ინტერნეტკონკურსის წესით შეირჩევა. პრინციპი ასეთია: 16 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანი, რომლის პარამეტრები (წონა, სიმაღლე) განსაზღვრული არაა, შედის „ცეკვავენ ვარსკვლავების" ინტერნეტგვრდზე, ირჩევს მუსიკას, რომელზეც ცეკვავს და ვიდეოს საიტზე ტვირთავს. ჩანაწერს პროდიუსერები და ქორეოგრაფები ნახულობენ.

ვიდეო იმის მიხედვითაც ფასდება, თუ რამდენი ადამიანი ნახავს მას და მხარს დაუჭერს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ადამიანები ამ პროცეში აქტიურად არიან ჩართულები, მაგრამ მსურველებს მაინც მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან დრო იწურება.

აღსანიშნავია, რომ მსაგავსი წესით კონკურსანტების შერჩევა მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ეს პროექტი მიმდინარეობს, ჯერ არსად ყოფილა - საქართველოში პირველად ხდება, რაც BBC-ის წარმომადგენლებს ძალიან მოეწონათ.  

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016