reportiori.ge - დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და სკვერს სახელი შეეცვლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:59
საზოგადოება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და სკვერს სახელი შეეცვლება
ავტორი:
26 აგვისტო, 2013. 18:28

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და სკვერს სახელი შეეცვლება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქუჩებისათვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ოთხი საკითხი იყო წარმოდგენილი. ეს საკითხები სახელდების კომისიის თავმჯდომარე ნათელა მაჭავარიანმა წარმოადგინა.
ვაკის რაიონში, ბაგებში, უჩანეიშვილის მეორე გასავლელს მალხაზ დოლიძის სახელი მიენიჭება. ასევე, ვაკის რაიონში, ბაგებში, უსახელო ქუჩას დაერქმევა ნოდარ ამაღლობელის შვილის, არჩილ ამაღლობელის სახელი, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა. ისნის რაიონში გუთნის მეორე შესახვევს მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის სახელი მიენიჭება. მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე თვითმფრინავის გატაცების საქმესთან დაკავშირებით დახვრიტეს. ასევე ისნის რაიონში, ვაზისუბნის დახახლებაში უსახელო სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული გიორგი მარტიაშვილის სახელი მიენიჭება. 
სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ქუჩებსა და სკვერს სახელები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეეცვალოს. ნათელა მაჭავარიანის განმარტებით, მოსახლეობას არ უნდა შეექმნეს დაბრკოლება ხმის მიცემის დროს და ამ ცვლილებებმა მონაცემთა ბაზაში გარკვეული უზუსტობა არ უნდა გამოიწვიოს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016