reportiori.ge - „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით პრემიერს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:54
საზოგადოება
„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით პრემიერს მიმართავს
ავტორი:
26 აგვისტო, 2013. 23:52

სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით ქართველ მუსლიმთა კავშირი"   ბიძინა ივანიშვილს  მიმართავს და პრემიერს   კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვას სთხოვს. 

უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ადიგენის რაიონში სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლის 26 აგვისტოს განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად.

საქართველოს მუსლიმი მრევლი გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას და მოვითხოვთ, მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დაუყონებლივ დადგენას. ასევე, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ყველაფერი იღონოს ბოლო პერიოდში მუსლიმების მიმართ დაძაბული ვითარების განმუხტვისათვის და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, რამდენად წარმოადგენდა აუცილებლობას მინარეთის ამგვარი უხეში და პროვოკაციული ფორმით დემონტაჟი.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა კანონის ფარგლებში აღდგენილი იქნას ჭელის მეჩეთის მინარეთი."   


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016