reportiori.ge - გიგი უგულავას ქვისლი „რიჟამ“ დააჭერინა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:55
პრეს-დაიჯესტი
გიგი უგულავას ქვისლი „რიჟამ“ დააჭერინა?
ავტორი:
06 ივნისი, 2014. 15:21



გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი მისი უახლოესი მეგობრისა და ნათელ-მირონის, გიორგი კაპანაძის (მეტსახელად, „რიჟას“) განცხადების საფუძველზე დაიჭირეს. ამის შესახებ „პრაიმერს“ მთავარი პროკურატურიდან კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა: „გიორგი კაპანაძემ განცხადებით მიმართა მთავარ პროკურატურას და გამოძიებათან თანამშრომლობა ითხოვა.

 

ის თავის უახლოეს მეგობართან და ნათელ-მირონთან გიორგი ღონიაშვილთან ორი თვის განმავლობაში, დამაგრებული ფარული კამერით დადიოდა და მის ყველა საუბარს იწერდა, მანვე იცოდა ზუსტად, როდის ექნებოდა გიორგი ღონიაშვილს ავტომანქანაში პირადი თანხა. სწორედ „რიჟას“ „ნაკოლით“ მოახერხეს და შეარჩიეს სამართალდამცავებმა ღონიაშვილის დაკავების დრო“. – აცხადებს წყარო.

 

გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენჯერმა დააკავა, მათ შორის ერთხელ პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძასთან ერთად.

 

„რიჟამ“ საპატიმროში რამდენიმე თვე დაჰყო და ორი მილიონი გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, საქართველო დატოვა. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ბიზნესსაქმიანობაც განაგრძო. „რიჟამ“ რამდენიმე გახმაურებული ტენდერიც მოიგო, მათ შორის მისმა კომპანიამ 2010 წელს აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც შეასრულა.

 

 



წყარო: PrimerInfo


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016