reportiori.ge - აჭარის მთავრობის მრჩეველი: ვეცდებით, უთანხმოება არ მოხდეს სარწმუნოებებს შორის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:36
საზოგადოება
აჭარის მთავრობის მრჩეველი: ვეცდებით, უთანხმოება არ მოხდეს სარწმუნოებებს შორის
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 12:38

აჭარის მთავრობის მრჩეველი, აჭარის ყოფილი მუფთი ბექირ ბოლქვაძე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს ვანდალიზს უწოდებს. 
როგორც ბექირ ბოლქვაძემ აღნიშნა, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო. ბექირ ბოლქვაძის თქმით, მინარეთს არ უნდა შეხებოდნენ, რადგან ის ოფიციალურად სამლოცველოდაა გამოცხადებული.
"არჩილ ხაბაძესთან მუფთთან ერთად ვიყავი. მან მწუხარება გამოთქვა. მაქსიმალურად ეცდება დაბალანსდეს სიტუაცია. ჩვენც ვეცდებით უთანხმოება არ მოხდეს სარწმუნოებებს შორის. ყველა მხარე უნდა ეცადოს საკითხის მოგვარებას. მინარეთის გადმოგდება ვანდალიზმია. დიდი სოლიდარობა გამოვუცხადეთ ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესიის დანგრევის ფაქტს. ამ შემთხევაშიც, არ უნდა შეხებოდნენ მინარეთს, ის ოფიციალურად სამლოცველოდ იყო გამოცხადებული. ვინც შეეხო მინარეთს და ვისი დავალებითაც ეს გაკეთდა, ქართველი მუსლიმებიდან დიდი საყვედური. ალბათ, ღმერთიც დასჯის მათ", - აღნიშნა ბექირ ბოლქვაძემ.
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი გუშინ განხორციელდა. დემონტაჟის დროს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016