ჯანდაცვის სამინისტროში სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დახურული შეხვედრა იმართება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი , ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, უწყებათაშორის კომისიის წევრები და სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დახურულ შეხვედრამდე განაცხადა, დღეს ორი საკითხი განიხილება, პირველი - სადაზღვეო კომპანიებში არსებული პრობლემები და მეორე - სადაზღვევო კომპანია "ალფას" მიერ საყოველთაო ჯანდაცვის და ე.წ 165-ე დადგენილებიდან გასვლის საკითხი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, 165-ე დადგენილება შარშან მიიღეს, რომელშიც სადაზღვეო კომპანია "ალფაც" მონაწილეობდა.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მთავრობის 165-ე დადგენილება ძალაში გასული წლის 1 სექტემბრიდან შევიდა, რომელიც პენსიონერების, 6 წლამდე ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაზღვევას გულისხმობდა.