reportiori.ge - “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” : შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განმარტება მინარეთის დემონტაჟს არ ამართლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:29
საზოგადოება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” : შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განმარტება მინარეთის დემონტაჟს არ ამართლებს
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 14:15

მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გაგნცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ.



"2013 წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთის დემონტაჟს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი დაკავებულია.


შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მინარეთის დემონტაჟი სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით განხორციელდა, ვიანიდან კონსტრუქციის თურქეთიდან იმპორტირებისას საბაჟო დეკლარაციაში არასწორად მოხდა მისი კლასიფიცირება. 


მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განმარტება არ ამართლებს მინარეთის დემონტაჟს და ამავდროულად არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას მაშინ, როდესაც „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ" ინსტრუქციის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება.  


ამასთან, საგანგაშოა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ის ფორმა, რომლითაც უწყებამ გადაწყვიტა შემოწმების ჩატარება, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა რელიგიურ უმცირესობებს და მათ კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. სახელმწიფო სამსახურის ამგვარი ზედაპირული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის რელიგიური უმცირესობების მიმართ დაუშვებელია. ამ ქმედებებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის უფლებები. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს."- ნათქვამია განცხადებაში.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016