reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე: ეს არც ერთ პარტიას არ აწუხებს, ამიტომ უნდა დაიწყოს საერთო სახალხო მოძრაობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:51
პრეს-დაიჯესტი
ელიზბარ ჯაველიძე: ეს არც ერთ პარტიას არ აწუხებს, ამიტომ უნდა დაიწყოს საერთო სახალხო მოძრაობა
ავტორი:
07 ივნისი, 2014. 16:47


„ალიას" ესაუბრება „სახალხო კრების" წევრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე


- სანამ ლაპარაკს დავიწყებდეთ, უნდა ვთქვა, რამაც დღეს გამაგიჟა: ახლა ვუყურებდი უგულავას ხალხის ქცევას, ეს „ნაციონალები" რომ შევარდნენ მარნეულის საარჩევნო ოლქში და რომ გადახიეს ბრძანება! ამას რომ აპატიებს „ნაციონალებს" ხელისუფლება, ხვალ სახლებში შემოგვივარდებიან. იმ უგულავას რომ 50 მილიონი მოპარული აქვს და არ იჭერენ, თუ ამას არ მიხედავენ დღესვე, მაშინ ხალხი გადავიდა უკვე ლინჩის წესზე და რას უზამენ ამ უგულავას, მაგასაც ვნახავთ. აი, ეს იქნება სწორედ დასაწყისი ხელისუფლების დასრულებისა. არ შეიძლება ბანდიტებთან, უზნეოებთან და ჯიბგირებთან კოჰაბიტაცია, მაგრამ ამას ამერიკა გვაიძულებს, ამასაც და იმ უბედური კანონების მიღებასაც. მაგათ უნდათ, ქართველი გააამერიკელონ, ანუ, ბოდიში მომიხდია და, გააპიდარასტონ! ეგ არ გამოუვათ.


- უბედური კანონებიო, თქვით და თქვენ თავიდანვე ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამოდიოდით, როგორც საზოგადოების უმრავლესობა. 5 ივნისს გამოქვეყნდა სინოდის განჩინება და იქ ნათქვამია: ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ წმინდა სინოდმა იმსჯელა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მისდამი და იმედია, მალე გამოასწორებთო. როგორ ფიქრობთ, როცა ასე რბილადაა შეფასებული კანონი, მთავრობა ამ საპატრიარქოს მოთხოვნას გაითვალისწინებს?

 

- უფრო მკაცრი ტონალობით თქვა ჩვენმა უწმინდესმა, ამ კანონს არც ერთი ნორმალური ქრისტიანი არ მიიღებსო და ამაზე მეტი მკაცრი და პირდაპირი განცხადება რა გინდათ? სინოდს რაც შეეხება, სინოდი არ არის ის ორგანო, სამწუხაროდ, რომელსაც მკვეთრი განცხადებების გაკეთება ძალუძს, ან სურს. ამიტომ ხელისუფლებას რომ იმთავითვე ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია გაეთვალისწინებინა, ამას რეაგირება მოჰყვებოდა და რადგანაც ეს არ მოხდა, ამ კანონის უგულებელყოფა შეუძლია მხოლოდ ხალხს. აი, ეს ხალხი უნდა გამოვიდეს, საზოგადოება და ეს კანონი თავზე უნა დაახიოს უსუფაშვილსა და მის პარტიას და ყველა იმ პარლამენტარს, ვინც მერე უსინდისოდ, ზოგი რით იმართლებდა თავს და ზოგი - რით; ყველას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. პარლამენტი ამ კანონს არ შეცვლის თავისი ნებით, რადგანაც ის მთელი გულისყურით მიმართულია დასავლეთისკენ და ეს კანონი მიიღო სწორედ ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ერთსექსიანთ ქორწინება საქართველოში დაუშვებელიაო, მაშინ დაფაცურდნენ. ამიტომ პარლამენტი სასწრაფოდ უნდა იყოს დათხოვნილი და რადგანაც ეს ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს, ხალხი უნდა გამოვიდეს და ჯოხებით გაყაროს პარლამენტი.


- ანუ, ვიარეთ, ვიარეთ და ჯოხებს მაინც ვერ ავცდით?

 

- ისე მიდის საქმე, რომ ჯოხები გარდაუვალი იქნება.


- ამ რამდენიმე დღის წინ რომ გავრცელდა ინფორმაცია კათალიკოსის გადადგომის შესახებ, ხომ არ იცით, ვისი გაკეთებული იყო ეს და რა მიზნით?

 

- მიზანი იყო კიდევ ერთხელ კათალიკოსის სახელისა და მისი ავტორიტეტის შელახვა, მავანი და მავანი ვერ ეგუება იმას, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტად სწორედ კათალიკოსს ენდობა ხალხი.


- მავანი და მავანიო, ამბობთ, და ეგ ვინ ოხერია?

 

- ათასი მტერი არსებობს საქართველოსი, რომელსაც თავი მოყვრად მოაქვს. ეგენი ავრცელებენ ამ ხმებს, ამას ჩვენი ზოგიერთი ელექტრომედია უწყობს ხელს, რადგანაც თავადვე ვერ უვლიან ამ საკითხს გვერდს გულგრილად.


- ათი დღე დარჩა არჩევნებამდე და რაც თავი მახსოვს, საზოგადოება ოპოზიციისგან სულ მოითხოვდა გაერთიანებას, რასაც ვერ ვეღირსეთ... (მაწყვეტინებს).

 

- (აღელვებული) არ გვეღირსა და არც გვეღირსება, იმიტომ, რომ პარტიული ინტერესი კერძო ინტერესზე დაიყვანეს და ყველა ფიქრობს საკუთარ პერსპექტივასა და კარიერაზე, როცა უმთავრესი პრობლემა დღეს ქართველობის გადარჩენაა. მაგრამ ეს, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც ერთ პარტიას არ აწუხებს, ამიტომ უნდა დაიწყოს საერთო სახალხო მოძრაობა, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე იქნება დამყარებული და ილიასი არ იყოს, ბრმად არ მიიღებს რაღაც გაუგებარ კანონებს.


- დამეთანხმებით, ამ დაქსაქსულ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ მოგება და თქვენთვის ხომ არ არის ცნობილი, რა ძალებმა შეუშალა ამ გაერთიანებას ხელი? რასაც ვუყურებთ, უკვე ერთმანეთს დაერივნენ და ერთმანეთს ინტერვიუებში ღიად ურტყამენ, სასამართლოებში უჩივიან.

 

- ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, ამაში გარე ძალებიც მონაწილეობენ და ყველაზე მეტად შიდა ძალები მუშაობენ, ჭორებზე არ მინდა ლაპარაკი, რადგანაც არ ვარ ჭორიკანა კაცი, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი ფინანსების გამო მონაწილეობს ამ არჩევნებში. რამდენი პარტიაა, 27-მდე, ხო? ყველას წარდგენილი ჰყავს თავისი მერობის კანდიდატი და ყველამ იცის, რომ ეს არის ამაო ჯახირი, მაგრამ გარკვეული შედეგი ექნებათ ეკონომიკური თვალაზრისით.


ისიც ვიცი, ვინ ვის მიეყიდა, ზოგი წარსულში და ზოგიც ახლა ეყიდება, მაგრამ ამისთვის საბუთებია საჭირო და შედეგის მიხედვით ესეც გამოჩნდება. ვიმეორებ, ბევრი რამ ვიცი, რაც დღეს არ ითქმის, მაგრამ არაფერია ისეთი საიდუმლო, რაც არ გაცხადდება.


- როდის ისაუბრებთ ამის შესახებ, არჩევნების შემდეგ? როცა ურემი გადაბრუნდება?

 

- ურემი რომ გადაბრუნდება, ხშირ შემთხვევაში, არც მაშინ ჩანს გზა, მაგრამ ურმის გადაბრუნება იმისთვის არის საჭირო, რომ სამუდამოდ აიხსნას, რაშია ჩვენი უბედურების მიზეზი. თუმცა ეს ძალიან კარგად აქვს ახსნილი ილიას, მაგრამ, სამწუხაროდ, მის სიტყვებს არავინ ყურს არ უგდებს, არა იმიტომ, რომ უწიგნურები არიან, არამედ შეგნებულად ებრძვიან მის შეგონებებს, მათი მიზანია ქვეყნიდან აღიგავოს ქართველი. მანამდე უკვე მისულებიც ვართ და კითხვა, „რა გვეშველება", ხშირად ირონიით ითქმება, რადგანაც ისიც ვიცით, რომ არაფერი გვეშველება. ეს უკვე საშიში მდგომარეობაა და ნიშნავს, რომ ერი ეგუება ქართველობის სიკვდილს.


- 26 მაისს „სახალხო კრება" რომ მიხვედით პარლამენტთან, ამ კრების ყოფილი წევრები - ჯაჭვლიანი, ნუკრი ქანთარია, ლუკა კურტანიძე თქვენთან არ ყოფილან. რატომ დაუსვით ეს კითხვა?

 

- იმიტომ, რომ, ალბათ (პაუზა), არ იყვნენ აქ. თბილისში რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, მოვიდოდნენ. ერთი ვიცი, 26 მაისი რომ არ ყოფილიყო, არც ოქტომბრის გამარჯვება არ იქნებოდა.


- არ გწყდებათ გული, ეს ხალხი რომ გამოგეყოთ?

 

- ძალიან მწყდება გული, მეგობარს რომ დავკარგავ. თუ მეგობრობაში შევატყვე რამე, ამაზე დამწყდება გული, თორემ პარტიულ გაერთიანებაზე ვინ საით გადავა, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ერისთვის იღვწოდე. სოსოც და ნუკრიც, პარლამენტში რომ არიან, მგონია ეროვნული ადამიანები.


- კი, მაგრამ ამ სოსომ და ამ ნუკრიმ არ მოაწერეს ხელი ამ ავადსახსენებელ კანონს?

 

- ადამიანმა არ უნდა დაკარგო ღირსება. არ შევხვედრივარ, რომ მეთქვა, მათ საქციელს არ გავამართლებ, ისინი თავისი საქციელით ერის წინაშე შერცხვნენ. შეეშალათ, რა! ერის წინაშე შერცხვნენ, კი!


- თქვენ თურქოლოგი ბრძანდებით და ეს კითხვა რომ არ დაგისვათ, შეუძლებელია: ბათუმის ცენტრში, სადაც თურქებს სრულად აქვთ ათვისებული იქაურობა, დაიწყო ანტითურქული კამპანია. კედლები აჭრელებულია წარწერებით „ბათუმი თურქების გარეშე". რამე ხომ არ იცით ამის შესახებ?

 

- ეგ ანტიგამოსვლები განაპირობა იმან, რომ მთელ საქართველოში და განსაკუთრებით ბათუმში, მიდის ინტენსიური თურქიზაცია. აქ შემოტევა მიდის როგორც რელიგიის, ისე ეკონომიკისა და კულტურის თვალსზრისით, მაგათ ჩაღლარის სისტემა აქვთ განათლებისა,  რომლის მიხედვითაც მთელ მსოფლიოში თურქი ცდილობს ფესვები გაიმაგროს, მაგრამ როცა ქართველ გოგონებს თითქმის კვირაში ერთხელ აუპატიურებენ, არავინ ხმას არ იღებს! აი, ესაა უბედურება, რადგანაც ძალიან გავიდნენ თავს! თქვენ ნახეთ, თბილისშიც დაიწყება უარესი გამოსვლები, რადგანაც ქართველი ღირსების შელახვას გარკვეულ ზღვარამდე ითმენს და მერე, როგორ გამოვა წყობიდან, „მაიდანს" რომ ეძახიან, ისეთი ამბავი ატყდება, ეგ „მაიდანი" მინაქარი იქნება. ასე ვფიქრობ და ასეც იქნება.


თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016