reportiori.ge - ვანო მერაბიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას მუსულმან მოქალაქეებს ბოდიში მოუხადოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:35
საზოგადოება
ვანო მერაბიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას მუსულმან მოქალაქეებს ბოდიში მოუხადოს
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 14:29

"ჩემს მშობლიურ ადიგენის რაიონში გუშინ ადგილი ჰქონდა მეტად სამწუხარო და შემაშფოთებელ ფაქტს - ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით, აბსურდული მიზეზითა და აგრესიული ფორმით განხორციელდა მუსლიმანური მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი, რაც ჩვენი ქვეყნის მუსლიმანი მოქალაქეებისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა."- ასე ეხმიანება  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო  მერაბიშვილი სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მსგავსი უგუნური ქმედებით, ამჟამინდელი მთავრობა არა უბრალოდ ხელჰყოფს ჩვენი ქვეყნის მაჰმადიან მოქალაქეთა ჯგუფის ფუნდამენტურ სამოქალაქო და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევს ხელს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში დღემდე ადგილი არანაირ მსგავს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ინციდენტს არ ჰქონია. 

ამ შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, ადიგენის გამგებლის აბსურდული ბრალდებებით დაკავება, სიტუაციას რაიონში კიდევ უფრო დაძაბავს. მიმაჩნია, რომ ადიგენში სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა პირველ რიგში წარმოადგენს ხელისუფლების მცდელობას კონტროლი დაამყაროს ადიგენის რაიონზე, ერთადერთ რაიონზე სამცხე-ჯავახეთში, რომლის საკრებულოშიც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეადგენენ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას გონს მოეგოს და ბოდიში მოუხადოს ადგილობრივ მუსულმან მოქალაქეებს. ასევე აუცილებელია შეწყდეს რეგიონში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის დევნა და ისეთი მგრძნობიარე თემებით სპეკულირება, როგორიცაა დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ. მთავრობის ვალია დაკავდეს ადამიანთა პრობლემების მოგვარებით და მოახდინოს საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა."

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016