reportiori.ge - კომუნიკაციების ეროვნული კომისია რადიომაუწყებლობის კონკურსის შედეგებზე განმარტებას აკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:48
საზოგადოება
კომუნიკაციების ეროვნული კომისია რადიომაუწყებლობის კონკურსის შედეგებზე განმარტებას აკეთებს
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 15:13

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2013 წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები, სოფიო ბრიტანჩუკი და ირაკლი მოსეშვილი, რომელთა ხმამაც გადაწყვიტა გამარჯვებული კომპანიის ბედი, განმარტავენ, თუ რა მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუჭირეს მხარი 26 აგვისტოს გამართულ რადიომაუწყებლობის კონკურსში შპს "ენერჯი გრუპს". 
თბილისში რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეობას ხუთი კომპანია იღებდა, ესენია: შპს "არტპალასი", შპს "ენერჯი გრუპი", შპს "სტერეო+", შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი" და შპს "არტ რადიო". საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე ხუთივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციებში განმსაზღვრელი საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის მაუწყებლობის უზრუნველყოფა იყო. 
მათივე ინფორმაციით, კომისიის თითოეულმა წევრმა დამოუკიდებლად შეისწავლა ყველა კონკურსანტის დოკუმენტაცია და გადაწყვეტილება, თუ რომელ კომპანიას დაუჭერდა მხარს, ინდივიდუალურად მიიღო. ხუთივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსი იყო, სხვაობა მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ კონკურსანტთა ნაწილის მიერ წარმოდგენილ დოკუმეტაციაში რაოდენობრივად მეტი გადაცემა იყო ჩამონათვალში. 
"სრულიად განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა შპს "ენერჯი გრუპის" სამაუწყებლო კონცეფცია, რადგან, გარდა საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა, რაც სავალდებულო კომპონენტია, გათვლილია კონკრეტულ სფეროზე, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნეს ამბებზე. თუმცა, ამავე დროს, კონცეფციაში დინამიურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან ეკონომიკის და ბიზნესის სფეროში მიმდინარე მოვლენების ზეგავლენა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ-სოციალურ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე და პირიქით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ტემპი. გარდა ამისა, გამარჯვებული კომპანიის სამაუწყებლო კონცეფციაში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა სოციალური თემტიკის გადაცემებს, როგორიც არის სადაზღვევო თემა, დასაქმებულების თემატიკა, ასევე საბანკო სექტორი და ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა, რაც ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016