reportiori.ge - ვალერი ასათიანი: თვის ბოლოს საქართველოს გამოჩენილი მოგზაური და მწერალი ტიმ სევერინი ესტუმრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:34
ინტერვიუ
ვალერი ასათიანი: თვის ბოლოს საქართველოს გამოჩენილი მოგზაური და მწერალი ტიმ სევერინი ესტუმრება
10 ივნისი, 2014. 12:03



სასტუმრო ჰოლიდეი ინში ასოციაციამ  კულტურათა დიალოგი XXI -მ ახალი პროექტების და წიგნის პრეზენტაცია გამართა. წიგნიქართული კულტურაცნობილი ლიტერატორის  ვახტანგ როდონაიას ხსოვნას მიეღვნა. როგორც „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ასოციაციის პრეზიდენტმა ვალერი ასათიანმა განაცხადა, ორგანიცაზიას უახლოეს მომავალში რამდენიმე პროექტის განხორცილება აქვს დაგეგმილი.

 


- ბატონო ვალერ, რა მიზანს ემსახურება ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI“?

 

 - ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც  ხელოვნების და მეცნიერების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს აერთიანებს. სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია. არის როგორც პრაქტიკული კულტურული აქციები, გასტროლების მხარდაჭერა, საგამოფენო მუშაობა,  წიგნების, ალბომების გამოცემა, ასევე კულტურული, საგანმანათლებო მუშაობა ახალგაზრდებთან. ლექციების ციკლის ჩატარება და გლობალიზაციის პირობებში ეროვნული თვითმყოფადობის საკითხების წინ წამოწევა. როგორ შევინარჩუნოთ ეროვნული კულტურა, ფასეულობები და როგორ გავუძლოთ იმ ღვარცოფს და ნიაღვარს, რომელიც  დღევანდელ სამყაროში სხვდასხვა მიზეზის გამო რეალობად იქცა. ამ თვალსაზრისით, გვინდა საერთაშორისო სიმპოზიუმები, კონფერენციები გავმართოთ. ყურადღება მივაქციოთ კავკასიის კულტურული სივრცის პრობლემების განხილვას. ტრადიციების გახსენებას.

 


- კონკრეტულად რა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალში ასოციაციას?

 

- შემუშავებული გვაქვს  პროექტი, რომელიც გულისხმობს რამდენიმე აქციის განხორციელებას. მზადდება სიმპოზიუმი თემაზე „გლობალიზაცია და ეროვნული თვითმყოფადობა“.  ჩაფიქრებული გვაქვს დოკუმენტური ფილმის გადაღება,  გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ პიროვნება, რომელსაც ივანე ჯავახიშვილმა  წიგნი მიუძღვნა. ორად ორი შემთხვევა იყო, ერთი წიგნი მიუძღვნა დედას, მეორე - გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელს, უდიდეს პატრიოტს. ჩვენ გვინდა, საზოგადოებას უფრო ფართოდ გავაცნოთ ეს პიროვნება.

ასევე გამოსაცემად მზადდება ორი წიგნი, ფილოსოფიის პროფესორ ზაზა ფირალიშვილის ესსეების კრებული „ქართული პორტრეტები“ - ვაჟა, ილია, ფიროსმანი, ოთარ ჭილაძე, მერაბ მამარდაშვილი და მეორე წიგნი-ალბომი ჩვენგან უდროოდ წასული მეგობრის, ბრწყინვალე პიროვნების, დიდი პატრიოტის, გოგი ალექსიძის შესახებ.

ასევე ჩვენი ასოციაციის წევრის ბატონ ილია ფერაძის თაოსნობით და ტურიზიმის დეპარტამენტის მხარდაჭერით თვის ბოლოს საქართველოს  ჩვენი დროის გამოჩენილი მოგზაური და ინგლისელი მწერალი ტიმ სევერინი ეწვევა. უახლოეს მომავალში საზოგადოებას უფრო კონკრეტულად  შევატყობინებთ, სად და როგორ გაიმართება შეხვედრები.

 


- განხორციელებულ პროექტებზე რას გვეტყვით ბატონო ვალერ?

 

- სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ პრეზენტაციაზე  წარვადგინეთ ორი განხორციელებული პროექტი, ეს გახლავთ კრებული „ქართული კულტურა“, რომელიც სხვადასხვა თაობის უამრავ ავტორს აერთიანებს. წიგნში ძალიან საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული ქართული კულტურის, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების და დღევანდელობის შესახებ.  გამოცემა ცნობილ ლიტერატორ  ვახტანგ როდონაიას ხსოვნას მიეძღვნა. ერთად ჩავიფიქრეთ ამ წიგნის გამოცემა 90-იან წლებში და მოხარული ვარ, რომ შესაძლებელი გახდა მისი განხორციელბა.

ასევე წარვადგინეთ ქართველებისთვის ძალიან საყვარელი „გეპეის“ ვაჟთა ვოკალური ტრიოს  მუსიკალური ალბომი.

გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა და პროექტი, რომლებიც  ეტაპობრივად განხორციელდება.

 

 



„რეპორტიორი“  „კულტურათა დიალოგი XXI“-ს  სამომავლო პროექტების წარმატებით განხორციელებას უსურვებს.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016