reportiori.ge - სოფელ ჭელაში მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ყველა პირი თავისუფალია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 12:01
სამართალი
სოფელ ჭელაში მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ყველა პირი თავისუფალია
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 17:14

ადიგენის რაიონში სოფელ ჭელაში გუშინ მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. მათი გათავისუფლების მიუხედავად, სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მუსლიმები დაშლას არ აპირებენ. 
როგორც სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა სულიერმა ლიდერმა მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, მუსლიმმა საზოგადოებამ ერთდროულად უნდა გადაწყვიტოს დაიშლებიან თუ არა. შეკრებილთა ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულების გათავისუფლება მოხდა, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება მინარეთი. მათი თქმით, მეორე მოთხოვნად სწორედ აღნიშნული მინარეთის მონტაჟი რჩება. 
რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის დაკავების ფაქტს, უკევ ცნობილია, რომ მას სამართალდამცავები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებიან, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს. 
პარუნაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ სამხარეო პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. იგი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. 
ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით, სიმონ პარუნაშვილი, ადიგენის " ნაციონალური მოძრაობის " ხელმძღვანელიც არის. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაკავების ერთადერთ მოტივის პოლიტიკური საბაბი წარმოადგენს. 
ბარძიმაძის თქმით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პარუნაშვილის დაკავება მხოლოდ და მხოლოდ გამგეობის თანამშრომლებისა და ამომრჩეველთა იმ ნაწილის დაშინებას ემსახურება, ვინც " ნაციონალურ მოძრაობას " უჭერს მხარს. 
ადვოკატი აცხადებს, რომ პარუნაშვილის დაკავება მთელი რიგი დარღვევებით მოხდა და სასამართლო განჩინება მის დაკავებასთან დაკავშირებთ არ არსებობდა. ადგილზე იმყოფება დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე, რომელიც პარუნაშვილის დაკავებას ანალოგიურ შეფასებას აძლევს და პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016