reportiori.ge - სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქი სადღესასწაულო წირვას ატარებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:36
რელიგია
სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქი სადღესასწაულო წირვას ატარებს
11 ივნისი, 2014. 12:31


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მცხეთის ჯვრის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.


წირვის დაწყებამდე პატრიარქმა გერმანია-ავსტრიის მღვდელმთავარი ლაზარე სამადბეგიშვილი ეპისკოპოსად აკურთხა. იღუმენი ლაზარე გერმანია-ავსტრიაში მღვდელმთავრად წმინდა სინოდის სხდომაზე 3 ივნისს დაადგინეს. მასთან ერთად წმინდა სინოდის სხდომაზე, უცხოეთში კიდევ სამი ახალი მღვდელმთავარი გამოარჩიეს, რომელთა კურთხევაც ასევე სვეტიცხოველში მოხდება. ეპისკოპოსად კურთხევამდე იღუმენმა ლაზარემ სპეციალური ლოცვები წაიკითხა, რომლითაც პატრიარქისა და მრევლის წინაშე თავის მრწამსით ღვთისადმი და მართლმადიდებლობისადმი ერთგულება აღიარა. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მეუფე ლაზარეს საღვთო ლიტურგიაზე როგორც ეპისკოპოსის თანამსახურების კურთხევა მისცეს.


მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016