შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. მისი მოქმედება 4-ჯერ აღემატება კატაბალახას მოქმედებას.
ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობის და შიშების დროს.
შავბალახას ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1-2 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს ასხამენ 250 გრ წყალს, ადუღებენ სანამ 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. სვამენ ნახევარ ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზებისათვის, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად.
ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდგენაირ ნაყენებს:
2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე, დადგით 2 სთ-ით. ასეთი სახით მომზადებული ნაყენი მიიღეთ ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნედლი ბალახის წვენს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას (30-40 წვეთი დღეში რამდენჯერმე.) შავბალახა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი და დაამატეთ იმავე რაოდენობის 96-გრადუსიანი სამედიცინო სპირტი, ჩაასხით ბოთლში და მჭიდროდ დაახურეთ თავზე. მიიღეთ 20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.