reportiori.ge - მკვდარ ფუტკრებს მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:11
სხვადასხვა
მკვდარ ფუტკრებს მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ
12 ივნისი, 2014. 11:59


ფუტკრის სხეულის რქოვანა შეიცავს ჰეპარინს და ჰეპაროიდებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ადამიანის სისხლძარღვოვან სისტემაზე, ახშობენ ანთებით პროცესს, გააჩნიათ ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი თვისება და ხელს უწყობენ ჭრილობის და დამწვრობის შეხორცებას.

მკვდარ ფუტკრებს, ე.წ. პოდმორს იყენებენ ახლომხედველობისას, მასტიტების დროს, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას, თრომბოფლებიტის, სახსრების ტკივილის, პროსტატის ადენომის, სექსუალური დარღვევების დროს. სამედიცინო დანიშნულებისათვის მას იყენებენ დამბალს, ნახარშის, ლინიმენტის ან სპირტიანი ექსტრაქტის სახით.


*15 წუთის განმავლობაში, მარლაში გახვეული მკვდარი ფუტკრები ცხელ წყალში დაალბეთ, შემდეგ კი დაადეთ ანთების კერას.


*ლინიმენტის დასამზადებლად პოდმორი დაფქვით და აურიეთ ზეითუნის ზეთში. კუნთის ან სახსრის ტკივილის დროს შეიზილეთ მტკივან ადგილას.


*რევმატიზმით, რადიკულიტით და ა.შ. გამოწვეული ტკივილის დროს - 1 ჭიქა მკვდარ ფუტკრებს დაასხით 1 ლიტრი არაყი და 10-12 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. შემდეგ გაფილტრეთ, მტკივნეულ ადგილს წაუსვით ნებისმიერი ცხოველური ქონი და დააფინეთ ნაყენში დასველებული თეთრი დოლბანდი, შემოახვიეთ კომპრესის ქაღალდი და შალის ქსოვილი.


*სპირტიანი ექსტრაქტის დასამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაფქულ პოდმორს დაასხით 1 ჭიქა არაყი და გააჩერეთ 2 კვირა. არტერიული წნევის სტაბილიზაციის მიზნით 15-20 წვეთი მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში ჭამის შემდეგ.


*ნახარში კარგად მოქმედებს თირკმლის დაავადებების დროს. 1 სუფრის კოვზ პოდმორს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე 2 საათი ხარშეთ. შემდეგ ნახარში გადაწურეთ და ერთი თვის განმავლობაში 1 სუფრის კოვზი დღეში ორჯერ მიიღეთ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016