ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იაპონური დიეტა, რადგან იაპონელები ლიდერობენ სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, ნაკლებად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებითა და სიმსუქნით. ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ იაპონური დიეტის ძირითად წესებს; გამოიყენეთ იგი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ყოველთვის მოხდენილები, ლამაზები და ჯანმრთელები იყოთ.
1. სხვადასხვა პროდუქტის მცირე პორციები ყოველი კვების დროს.
2. იაპონელები კვების პროდუქტებს თერმულად სუსტად ამუშავებენ და გემოს გასაუმჯობესებლად, ნაცვლად მძიმე ცხიმიანი სოუსებისა, იყენებენ ბულიონებს.
3. იაპონურ დიეტაში პურის ნაცვლად იყენებენ ბრინჯს. ბრინჯი უფრო სასარგებლოა, ვიდრე იაფი პური, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.
4. ნოყიერი საუზმე - იაპონური დიეტის საფუძველია. საუზმე მოიცავს მწვანე ჩაის, ორთქლზე დამზადებულ ბრინჯს, სუპს, მწვანე ხახვსა და ომლეტს, ცოცხალ თევზს და ე. წ. ,,გრილზე" დამზადებულ თევზს.
5. იაპონელები მიირთმევენ დესერტებს, მაგრამ ხშირად არა და მცირე პორციებით. ნამცხვრების უმეტესობას ამზადებენ ბრინჯის ფქვილით, რაც უფრო სასარგებლოა, ვიდრე პურის ფქვილი.
6. იაპონური დიეტა - ესაა კვების განსაკუთრებული სტილი. იაპონელი ქალები არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ შეიძლება გასუქდნენ ტრადიციული საკვები პროდუქტების მიღებით.
7. იაპონელები ბევრს დადიან ფეხით და ველოსიპედით.
8. იაპონური დიეტის ძირითადი პროდუქტებია: თევზი, ბოსტნეული, სოიო, მაკარონი, მწვანე ჩაი და ხილი.
9. იაპონელის მაგიდა ყოველთვის უნდა იყოს ჰარმონიული და ლამაზად გაწყობილი.
10. ჩხირების გამოყენება და საკვების მცირე ულუფებით მიღება გამორიცხავს გადაძღომას.
11. იაპონელების რაციონში შაქარი ძალიან მცირე რაოდენობითაა. ორგანიზმი ნახშირწყლებს ღებულობს ბურღულეულით (ძირითადად ბრინჯი), რაც გაცილებით უფრო სასარგებლოა.
12. საკვების მრავალფეროვნება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი იაპონელი კვირის განმავლობაში დაახლოებით 100 სხვადასხვა პროდუქტს ღებულობს.