reportiori.ge - პან გი მუნი: მიეცით შანსი მშვიდობასა და დიპლომატიას, შეწყვიტეთ ბრძოლა და დაიწყეთ მოლაპარაკებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:51
მსოფლიო
პან გი მუნი: მიეცით შანსი მშვიდობასა და დიპლომატიას, შეწყვიტეთ ბრძოლა და დაიწყეთ მოლაპარაკებები
ავტორი:
28 აგვისტო, 2013. 16:39

გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი სირიაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. 
ბან კი მუნის განცხადებით, სირიაში მყოფ გაერო-ს ქიმიური იარაღის ექსპერტებს დრო უნდა მიეცეთ იმის გამოსაძიებლად, მოხდა თუ არა გასულ კვირას დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება. 
"აუცილებელია, მოხდეს ფაქტების დადგენა. გაერო-ს საგამოძიებო ჯგუფი ახლა სწორედ ამას აკეთებს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში მათ შეაგროვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დაკითხეს მოწმეები და თვითმხილველები. ექსპერტთა ჯგუფს დრო სჭირდება გამოძიების ჩასატარებლად. მიეცით შანსი მშვიდობას, მიეცით შანსი დიპლომატიას, შეწყვიტეთ ბრძოლა და დაიწყეთ მოლაპარაკებები", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, მშვიდობის სასახლის 100 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას. 
გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას იძიებს, მუშაობა დღეს განაახლა. ორშაბათს დამასკოში ჩასულ ექსპერტთა ჯგუფის მანქანაზე თავდასხმის შედეგად, მათ საგამოძიებო საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდათ. 
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო შეშფოთება გამოთქვეს აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც მზად არიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო შეტევისთვის. 
21 აგვისტოს დამასკოში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის შეიარაღებულმა არმიამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016