reportiori.ge - მსოფლიოს ჩემპიონის ტახტი საგრძნობლად შეირყა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:31
სპორტი
მსოფლიოს ჩემპიონის ტახტი საგრძნობლად შეირყა
14 ივნისი, 2014. 13:36



13 ივნისს ბრაზილიაში 3 მატჩი გაიმართა. ორის შედეგი პროგნოზირებადი იყო და ძლიერებმა გაიმარჯვეს კიდეც, აი, მესამეში რა მოხდა, ძნელი ასახსნელია. ბევრმა შესაძლოა წინა მსოფლიოს ჩემპიონატთან გაავლოს პარალელი, გახსოვთ ალბათ, პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში ესპანელებმა შვეიცარიის ნაკრებთან წააგეს, თუმცა შემდეგ ჩემპიონები გახდნენ. შეძლებს ბატონი მარკიზი გუნდის შოკიდან გამოყვანას? ფაქტია, რომ ეს ძნელი იქნება, მაგრამ ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდისთვის შეუძლებელი არ უნდა იყოს.

 

მეორე საკითხია რამდენად მოულოდნელი იყო ასეთი შედეგი.

 

მთელი სეზონის მანძილზე მწვრთნელთა უნდობლობის გამო იკერ კასილიასს პრაქტიკა აშკარად აკლდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამან მადრიდის „რეალი“ კინაღამ დაღუპა. ჩემი დიდი სიმპათიის მიუხედავად, ესპანელთა გამოცდილი კიპერის სინდისზე სულ მცირე სამი გოლია. „ბარსელონას“ წლევანდელი ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი დაცვის ხაზის არასაიმედო თამაში იყო, სადაც პირველი ვიოლინო პიკეს ეკუთვნის. გუშინ მთელმა მსოფლიომ იხილა როგორ „აპამპულავა“ რობენმა შაკირას გულისსწორი. კოლეგას ვერაფრით ეხმარებოდა სერხიო რამოსი, საერთოდაც ესპანელებს მგონი დაავიწყდათ, რომ ფეხბურთში ურთიერთდაზღვევა აუცილებელია. დაცვაზე ორიენტირებული ბუსკეტსიც კი მუდმივად წინ რჩებოდა და უკან დაბრუნებას აგვიანებდა. აშკარად ჩავარდა დაცვის მარჯვენა ფლანგი. ასპლიკუეტთა ვერც თავის უშუალო მოვალეობას ართმევდა თავს და წინ ხომ არაფერი გამოსდიოდა. შედარებით უკეთ გამოიყურებოდა მარცხნივ გამწესებული ალბა და ესპანელთა რიგებში ერთადერთი „სწორად“ მოთამაშე ხაბი ალონსო, მაგრამ ზოგადად მორღვეული დაცვის ფონზე, ეს ორი, საქმეს ვერ შველოდა. შეტევაშიც მარცხენა ფლანგი გამოირჩეოდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონთაგან საუკეთესო, ანდრეს ინიესტა, ჭკვიანურად ხლართავდა კობინაციებს და პირველი ტაიმის მიწურულს დავიდ სილვას მისი იდეალური პასი რომ გამოეყენებინა, 2:0-ზე სავარაუდოდ თამაში სხვა სცენარით წარიმართებოდა.

 

 


რა შეიძლება მოხდეს ახლა? გამორიცხული არ არის, ესპანელებმა მობილიზება შეძლონ, დარჩენილი შეხვედრები მოიგონ და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ (ძნელი წარმოსადგენია ჰოლანდიელებმა პირველი ადგილი ვინმეს დაანებონ). ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით ბრაზილია-ესპანეთის ნაადრევ დაპირისპირებას ვიხილავთ, თუმცა გავბედავ და ვიწინასწარმეტყველებ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩებიან. ნუ ჩამქოლავთ, მაგრამ მათი თამაშის ყურება იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, რომ მირჩევნია ჩილელთა ლაღი ფეხბურთით ვისიამოვნო.

 

 



P. S. მსოფლიოს პრესა აჭრელებულია მსაჯების კრიტიკით და ისე გამოჰავთ თითქოს ეს პირველად ხდებოდეს. გაგახსენებთ ბატონებო, რომ არცერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯებს ქოქოლა არ დაკლებიათ. რა თქმა უნდა, გამართლებული, თუნდაც კორეა-იაპონია გავიხსენოთ, მაგრამ ისევ და ისევ: – ნუ გვავიწყდება, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და უნდა მივუტევოთ.

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016