ამ განცხადებით პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ევროპარლამენტარების ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე ბურჯანაძის პრესს-სამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ გაავრცელა:
„საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? რაზე საუბრობენ ევროპარლამენტარები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ ათიათასობით მოქალაქის ღირსების შემლახავი მოპყრობის უსაზარლეს შემთხვევებზე, რომელსაც სხვათაშორის მერაბიშვილის პოლიციელები და ბადრაგები სჩადიოდნენ. რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ 26 მაისზე და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე სიკვდილამდე რომ მიყავდათ ხალხიცემისაგან ციხეებში. სამარცხვინოა ეს ყველაფერი სამარცხვინო!"-აცხადებს ბურჯანაძე.
როგორც მატროსოვის ციხეში მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, პატიმარი მნიშვნელოვნად გახდა და შთაბეჭდილება რჩება, რომ მის საქმეს პოლიტიკური სარჩელი აქვს.