reportiori.ge - საინტერესო ფაქტები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ახლდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:24
სხვადასხვა
საინტერესო ფაქტები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ახლდა
16 ივნისი, 2014. 16:07



2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ ქსელებში, ამის მიზეზი კი კურიოზული, თუ სავალალო შემთხვევები გახდა, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში.  გთავაზობთ ფაქტებს, რომელიც ambebi.ge-მ ერთად შეკრიბა:

 


1. მარტვილში ბიულეტინები და საარჩევნო ყუთი გაიტაცეს.

 

2. ფონიჭალაში საარჩევნო უბანთან სუფრა გაშალეს.

 

3. ანაკლიაში საარჩევნო პროცესი 32- უბანში 2012 წელს გაუჩინარებული აბულაძის დედამ ჩაშალა.

 

4. ახალციხეში კომისიის წევრი გარდაიცვალა.

 

5. ქობულეთში ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შორტის გამო არ შეუშვეს.

 

6. დმანისში, სოფელ მთისძირში მისულ დამკვირვებლებს უბანი დაკეტილი დახვდათ. რამდენიმეხნიანი ბრახუნის შემდეგ კი დამკვირვებლებს შიგნიდან გამოსძახეს: ვინ გნებავთო.

 

7. შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობა დარჩა სახლში.

 

8. ხონში საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ვარდიკო კაკაბაძეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიის შესაბამის გრაფაში მისი ფოტოს ნაცვლად კაცის ფოტო დახვდა.

 

9. ცესკო- მიერ დამოწმებული სიით, ნაძალადევის მე-9 ოლქის 86- უბანი არის ადაპტირებული. თუმცა, უბანზე მისულ სამართლიანი არჩევნების შშმ დამკვირვებელმა ვერ შეძლო უბანზე შესვლა, რადგან უბანი მეორე სართულზეა განთავსებული.

 

10. ყარაჯალაში (თელავში) ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

 




11. რუსთავის საარჩევნო უბნიდან ძაღლი გაჭირვებით გაიყვანეს გარეთ.

 

12. ხონში, 27- საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ვადაზე 10 წუთით ადრე, 07:50 წუთზე დაიწყო. კომისიის თავმჯომარემ განაცხადა რომ ყველა პროცედურა უკვე შესრულები გვქონდა და გარეთ ამომრჩეველი იცდიდა, მა რა გვექნაო.

 

13. ბიძინა ივანიშვილმა დავით ნარმანიას ხმა ვერ მისცა.

 

14. ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, სოფელ გიორგეთში, კენჭისყრის შენობაში ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან წარმომადგენელი ლოცულობდა. როგორც ქალბატონმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მას სურს, საქართველოში მშვიდობა იყოს და არჩევნებში ნინო ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს.

 

15. წალკის სოფელ ჩოლიანის N21 საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიამ ამომრჩევლის კაბინის აწყობა ვერ მოახერხა. შედეგად, რამდენიმე საათი ამომრჩევლები ხმას ჩაცუცქულ მდგომარეობაში აძლევდნენ.

 

16. ზუგდიდის ოლქის N42 უბანზე, დარჩელში, საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი კონვერტები აღმოაჩინეს. კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ გიგიბერია აცხადებს, რომ ამ კონვერტების არსებობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდა. კონვერტები ამჟამად დალუქულია.

17. მარნეულის საოლქო კომისიის N42 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მდივანმა არ იცის ქართული ენა და ამის გამო მდივნის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი - კომისიის სხვა წევრი - ასრულებს.

 





18. ზურაბ ჭიაბერაშვილის ცნობით, დიცსა (38- უბანი) და არბოში (39- უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ მისმა წარმომადგენლებმა.

 

19. პატრიარქს საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თავშლებით დახვდნენ და საკმეველი აკმიეს.

 

20. ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში მამა თევდორე პარაკლისი გადაიხადა კოალიცია ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატის კარლო ჯამბურიასთვის.

 

21. ქუთაისის 43- საარჩვენო უბანზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

 

22. ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატს ავტომობილზე საბურავები მოუხსნეს.

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016