reportiori.ge - უჩა ნანუაშვილი: ცუდია, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ლაფანყურის მოვლენების გამოძიება ბოლომდე არ მისულა და სიმართლე დაუდგენელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:31
სამართალი
უჩა ნანუაშვილი: ცუდია, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ლაფანყურის მოვლენების გამოძიება ბოლომდე არ მისულა და სიმართლე დაუდგენელია
ავტორი:
29 აგვისტო, 2013. 11:24

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეციალური საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. 

საკუთარი ინიციატივა ნანუაშვილმა დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახს გააცნო, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მოინახულა.
ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული კომისია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის შეგროვებას საკუთარ თავზე აიღებს.
"სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში გამოძიება ფაქტობრივად არ ჩატარებულა, რის გამოც დღემდე უცნობია, რა მოხდა სინადვილეში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ გამოძიება გაჭიანურებულია. კითხვები, რომლებიც ერთი წლის წინ დაისვა, კვლავ ძალაშია. მეტიც, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ კითხვებზე პასუხი გაეცა. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, გამოძიება ბოლომდე არ მისულა და სიმართლე დაუდგენელია. მიგვაჩნია, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვიწყებთ სპეციალური საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მზადებას. დღეს ამასთან დაკავშირებით პანკისის ხეობაშიც ვაპირებ ჩასვლას, სადაც უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს შევხვდები", - განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს არჩილ ჩოხელის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

ლაფანყურის სპეცოპერაციიდან ერთ წელი შესრულდა. სპეცოპერაციის დროს, შსს-ს მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია 11 შეიარაღებული პირი, რომელთაგან შვიდი დუისის სასფლაოზეა დაკრძალული. რამდენიმე თვის წინ მათ ცხედრებს განმეორებით ექსპერტიზა ჩაუტარდა. 
გარდა ამისა, სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ სპეცრაზმის ორი თანამშრომელი არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016