reportiori.ge - ნუ დატოვებთ მობილურს საძინებელში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:51
სხვადასხვა
ნუ დატოვებთ მობილურს საძინებელში!
16 ივნისი, 2014. 22:20


როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს და დაახლოებით ნახევარი მას მაღვიძარას სახით იყენებს. თუმცა ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმ ეფექტით, რასაც ჩვენზე ახდენს მობილური ტელეფონი.  გარდა იმისა, რომ მისი გამოსხივება უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვძინავს, ასევე იწვევს შფოთვისა და ფორიაქის მდგომარეობას და გვაიძულებს, დაძინებამდე უამრავ რამეზე ვიფიქროთ.


მეცნიერები და ექიმები ერთხმად გვირჩევენ, რომ გაცილებით უკეთ დავიძინებთ, თუ საძინებელი ზონიდან მოვაცილებთ მობილურ ტელეფონს და ასევე სხვა ელექტრონულ მოწყობილობას. დოქტორ გაი მედოუზის თქმით, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტში უძილობის პრობლემებზე მუშაობს, საძინებელი უნდა იყოს საძინებელი და მასში არ არის ადგილი არც ტელევიზორისთვის, არც კომპიუტერისა და არც მობილური ტელეფონებისთვის. თვითონ ექიმი გაი მედოუზი, როგორც ამბობს, თავის სმარტფონს ყოველთვის სამზარეულოში ტოვებს,  რაც შეიძლება შორს საძინებლისგან.


მობილურ ტელეფონთან ახლოს ძილი იწვევს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს. ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმის ჩარლჩ ჩეიზლერის ვარაუდით, მობილური ტელეფონიდან გამომავალი მცირე შუქიც კი მძინარე ადამიანის თვალის ბადურას აღიზიანებს და ბევრ პრობლემას იწვევს.



(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

 

წყარო:  etanews.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016