სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადების თანახმად, ერთ თვეში, საქართველოში, აქაური ისლამისტების გააქტიურებაა მოსალოდნელი.
„საუბარია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც თავის დროზე პირველი არაბული ხალიფატი შეიქმნა, უნდა აღდგეს ანალოგიური ტიპის -ისლამური თეოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შარიათულ სამართალზე აღმოცენდება. ეს იქნება საყრდენი ძალა, რომლიდანაც მოხდება ამ დოქტრინის გაგრძელება სხვა მიმართულებით, ეს იქნება ცენტრალური აზია, პაკისტანი და ავღანეთი. რაც მთავარია, გაგრძელდება კავკასიის მიმართულებით. ვაჰაბიტური დაჯგუფება, უკვე აზერბაიჯანშიც გააქტიურდა. იგივე ძალა ქვემო ქართლშიც საკმაოდ მომძლავრდა. შესაბამისად, პანკისშიც იქმნება ახალი საშიშროება ამ მიმართულებით. ვაჰაბიტები, აფხაზეთშიც ბრუნდებიან. სამი ძირითადი ანკლავი, მარტო საქართველოშია. ძალიან მალე საქართველოშია მოსალოდნელი აქაური ისლამისტების გააქტიურება.
ერთ თვეში გააქტიურდებიან. ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში განახორციელებენ საკმაოდ მსხვილ დარტყმას, შემდეგ კი არ გამოვრიცხავ ამ ყველაფრის გადმონთხევა საქართველოშიც მოხდეს.
მგონია, რომ ასეთი პროგნოზის განვითარების ფონზე, ჩვენ მზად არ ვართ. იმედია, არ გამართლდება ეს პროგნოზი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, 2013 წლის ნოემბერში ჩემი და ბატონი მამუკა არეშიძის პროგნოზი როგორ ახდა, არაფერი არ არის გამორიცხული“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორთან“ საუბრისას.
სრული ინტერვიუ: ვახტანგ მაისაია: სააკაშვილმა შექმნა ალ შიშანი!