reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: დაახლოებით ერთ თვეში, საქართველოში გააქტიურდებიან ისლამისტები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:47
საზოგადოება
ვახტანგ მაისაია: დაახლოებით ერთ თვეში, საქართველოში გააქტიურდებიან ისლამისტები
30 ნოემბერი, -0001. 00:00



სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას  განცხადების თანახმად, ერთ თვეში, საქართველოში,  აქაური ისლამისტების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

 

„საუბარია, რომ  იმ ტერიტორიაზე, სადაც თავის დროზე პირველი არაბული ხალიფატი შეიქმნა, უნდა აღდგეს ანალოგიური ტიპის -ისლამური თეოკრატიული  სახელმწიფო, რომელიც შარიათულ  სამართალზე აღმოცენდება. ეს იქნება საყრდენი ძალა, რომლიდანაც მოხდება ამ დოქტრინის გაგრძელება სხვა მიმართულებით, ეს იქნება ცენტრალური აზია, პაკისტანი და ავღანეთი. რაც მთავარია,  გაგრძელდება კავკასიის მიმართულებით.  ვაჰაბიტური დაჯგუფება, უკვე  აზერბაიჯანშიც გააქტიურდა.  იგივე ძალა ქვემო ქართლშიც საკმაოდ მომძლავრდა. შესაბამისად, პანკისშიც იქმნება ახალი საშიშროება ამ მიმართულებით. ვაჰაბიტები, აფხაზეთშიც ბრუნდებიან. სამი ძირითადი ანკლავი, მარტო  საქართველოშია. ძალიან მალე საქართველოშია მოსალოდნელი აქაური ისლამისტების გააქტიურება.

 

ერთ თვეში გააქტიურდებიან.  ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში განახორციელებენ საკმაოდ მსხვილ დარტყმას, შემდეგ კი არ გამოვრიცხავ ამ  ყველაფრის გადმონთხევა საქართველოშიც მოხდეს.

 

მგონია, რომ ასეთი პროგნოზის განვითარების ფონზე, ჩვენ მზად არ ვართ. იმედია, არ გამართლდება ეს პროგნოზი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ,  2013 წლის ნოემბერში ჩემი და ბატონი მამუკა არეშიძის პროგნოზი როგორ ახდა, არაფერი არ არის გამორიცხული“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორთან“  საუბრისას.

 

 

სრული ინტერვიუ: ვახტანგ მაისაია: სააკაშვილმა შექმნა ალ შიშანი!

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016