reportiori.ge - იაპონია საქართველოს 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 08:07
ეკონომიკა
იაპონია საქართველოს 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს
17 ივნისი, 2014. 11:15

იაპონია საქართველოს არასაპროექტო საგრანტო დახმარების სახით 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ურთიერთგაცვლით ნოტებზე ხელმოწერის ცერემონია , რომელიც შეეხება 500 000 000 იაპონური იენის (დაახლოებითი 5 მილიონი აშშ დოლარი) საქართველოსთვის უზრუნველყოფას არასაპროექტო საგრანტო დახმარების სახით ხვალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართება.



ურთიერთგაცვლით ნოტებსა და შესაბამის დოკუმენტაციას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მოაწერენ ხელს. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც დაესწრება. 



როგორც იაპონიის საელჩოში განმარტავენ, აღნიშნული არასაპროექტო საგრანტო დახმარება გამიზნულია სამედიცინო, სოციალური დახმარების აღჭურვილობის, ასევე, სხვა მსგავსი აღჭურვილობის და მომსახურების შესაძენად. მოსალოდნელია, რომ საგრანტო დახმარების განხორციელება თავის წვლილს შეიტანს საქართველოს სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სერვისების გაუმჯობესებაში.
იაპონიამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით განახორციელა ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA) სხვადასხვა მიმართულების პროექტები საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) სესხის სახით. იაპონიის მიერ ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოს მიმართ შეადგინა 369 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობა და სოციალური სექტორი, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016