reportiori.ge - დავით დარახველიძემ ჯოშუა ფიშელს სამინსიტროს საქმიანობის დეტალები გააცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:02
საზოგადოება
დავით დარახველიძემ ჯოშუა ფიშელს სამინსიტროს საქმიანობის დეტალები გააცნო
17 ივნისი, 2014. 18:19


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში ჯოშუა ფიშელშეხვდა და სამინისტროს საქმიანობის შედეგები დეტალურად გააცნო.



ჯოშუა ფიშელი საქართველოში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა და ის უახლოეს მომავალში პოსტს როტაციის პრინციპით დატოვებს. მისი თქმით, ეს მისი უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრაა ამ რანგში.   


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის  მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურომ საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ დაახლოებით 35 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო, რაც იძულებით გადაადგილებული პირთა  თავშესაფარს, ერთჯერად ჰუმანიტარულ დახმარებასა და სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას მოხმარდა.  დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბენეფიციართა დახმარებისათვის სხვადასხვა პროექტები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს,  მაგალითისათვის მარტყოფში შენდება თავშესაფრი ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელ პირთათვის.


ჯოშუა ფიშელთან შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე და სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016