reportiori.ge - ქეთი დოლიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაცის იმედი აქვს, თუმცა ძალიან ცდებიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:56
საზოგადოება
ქეთი დოლიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაცის იმედი აქვს, თუმცა ძალიან ცდებიან!
18 ივნისი, 2014. 17:41



საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, იქ, სადაც მეორე ტური გაიმართება, „ქართულ ოცნებას“ 6 ოპოზიიციური ძალა დაუპირისპირდება და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“.

 

„მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ 67.6 %-ით იქნება წარმოდგენილი, დანარჩენი პარტიები 20%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ -13%-ით. ეს არის საბოლოო შედეგი. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვეთ. ნაცებმა, რომლებსაც საკუთარი თავის ძირითად კონკურენტად წარმოჩენა სურს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ქვეყნის მასშტაბით ვერცერთ თვითმმართველ ქალაქში ვერცერთი მაჟორიტარი დეპუტატის გაყვანა ვერ შეძლეს, მათ შორის თბილისში. 21 ოლქიდან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 6 ოლქში დაუპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში რეჟისორმა ქეთი დოლიძემ პრემიერის განცხადებები შეაფასა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ სადმე არჩევნების გაყალბებაზე დაიწყებს საუბარს, სასაცილოა. ხათუნა გოგორიშვილი გამოვიდა და არჩვენები გაყალბდაო. თვითონაა გაყალბების დედა-დედოფალი. გოგორიშვილი რომ ამაზე ლაპარაკობს, რატომ ღმერთი არ გაიცინებს?! პირველი გამაყალბებელი  ტექნოლოგიები, ბოლო 20 წელიწადში, შექმნა ხათუნა გოგორიშვილმა. ეს იცოდა თვითონაც და მთელმა გუნდმაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაცის იმედი აქვს, თუმცა ძალიან ცდებიან“, - განგვიცხადა მან.

 

არჩევნების თემას რეჟისორი გუშინFacebook“-ის საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა:

 

1. ის, რომ მეორე ტური დაინიშნა და ოცნებას ეს ტრაგედიად არ გადაუქცევია, უკვე დიდი საქმეა!

 

2. ის, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე, საქართველოში არჩევნების ნომერი პირველი გამყალბებელი, გაყალბების ტექნოლოგიების დედა და ბებია, ოდესღაც ზურა ჟვანიას მეგობარი, ნაცებში გადამხტარი, ხათუნა გოგორიშვილი მარნეულში, თავქუდმოგლეჯილი აპროტესტებს არჩევნებს, ეს არის ტრაგედია! ამის უფლება რომ მისცა დასავლეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომ 40 მტარვალთან ერთად ისევ პარლამენტში იჯდეს, მუდმივი წურბელასავით და ჩვენ ფულებს ხარჯავდეს და აქეთ-იქით დატასაობდეს!არ ვვარგივართ, რომ ეს 40 ყველაფერზე ხელისმომწერი ზის და პატეფონებსქოქავს!!!

 

3. სად ხართ საქართველოს ამომრჩევლებო? ვის უცხადებთ ბოიკოტს? საკუთარ ქვეყანას? ვის რას ემართლებით, როცა 9 წელი ყოველგვარ უზნეობას იტანდით? როგორ აპატიეთ მტარვალ სააკაშვილს 2007, 2008 წლები? როგორ მიეცით ხმა? რატომ მაშინ არ გამოთქვით ბოიკოტი? თქვენ არ იყავით, ორი წლის წინ ბედნიერები რომ იდექით საქართველოს ყველა კუთხეში? ვინ მოგაშორათ  ეს 9 წლიანი ჭირი, დაგავიწყდათ? რისი შესრულება ვერ მოგისწრეს 1 წელიწადში????

 

 

4. გონს მოეგეთ, თორემ უბედურებას გადაყრით მთელ ქვეყანას.... გამოდით და ხმა მიეცით მომავალს და არა წარსულ უბედურებას... აი მერე, ვერვინ ვეღარ გიშველით!“, -წერდა ქალბატონი ქეთი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016