„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა, რომ ხელისუფლებას ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ჰყავს, რაც შემოდგომიდან ქუჩის აქციებს გამოიწვევს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ აქციას აუცილებალდ შეუერთდება.
„არ ველოდებით „ქართული ოცნების “პოზიტიურ განვითარებას. მათ წინააღმდეგ,იქნება მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღა. ადამიანთა კრიტიკული რაოდენობა, რომელსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, უკვე არსებობს ქვეყანაში. შემოდგომიდან, ხალხი დაიწყებს საპროტესტო აქციებს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებალდ შეუერთდება ამ აქციებს. სამწუხაროდ, სტაგნაცია, რაც ამ ქვეყანაშია დღეს, როგორც ეკონომიკაში, ისე სხვა სფეროებში, იმედგაცრუებულ ადამიანს სხვა გ ზას არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია“, - განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე უკრაინის მოვლენების შემდეგ დაახლოებით 2 თვის წინაც საუბრობდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მაშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილზე, ევრომაიდნის სცენარი განმეორებულიყო. მინისტრის ინფორმაციით, ნაციონალები ამ მიზნით საბურავებსაც იმარაგებდნენ.