მსახიობი გივი სიხარულიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე გულისტიკივლს გამოთქვამს. მისი თქმით, ქართველები მაგრები მხოლოდ სუფრასთან არიან, სხვა შემთხვევაში, ერთმანეთის დაჭმის მეტს არაფერს აკეთებენ.
„ჩვენ დავიბადეთ ბოღმისთვის, ერთმანეთის დაჭმისთვის და მარტო მაშინ ვართ მაგრები, როდესაც სუფრასთან ყანწი გვიჭირავს. ევროპისგან და ამერიკისგან უნდა ვისწავლოთ შრომის სიყვარული და საკუთარი შრომის პატივისცემა. იმათ კიდევ ჩვენგან ისწავლონ ვაჟკაცობა, სინდისი, ოჯახიშვილობა... უარესებსაც გეტყვით, მაგრამ თქვენ არ დაწერთ ვიღაცის შეგეშინდებათ! სიტყვა-სიტყვით დაწერეთ: ამათი დედაც! ჩემი ქვეყნის გვახარიებიდან დაწყებული, ზაზა ბურჭულაძით, ქარუმიძეებით და ეგეთებით დამთავრებული. ის რომ არის შავი ჭია - ჭიაბერაშვილი, აი ამ ხალხზე მუშაობენ საქართველო რომ გამითახსირონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ!“, - აცხადებს მსახიობი.