ბოთლის 16 ინოვაციური თავსახური, რომელიც პლასტმასის საგანს საჭირო ნივთად აქცევს. ეს არის ახალი პროექტი “მეორე სიცოცხლე”, რომელიც აზიის ქვეყნებში განხორციელდა და ის ბუნების შენარჩუნების მოტივით გაკეთდა.
არაა აუცილებელი თავსახურის გადაგდება მისგან ბევრი საინტერესო ნივთი შეიძლება გამოვიდეს. ინოვაციური იდეა ორი დიდი ხნის თანამშრომელს - Ogilvy & Mather და კოკა-კოალს ეკუთვნის. გაყიდვაში 40 000 ახალი თავსახური-ტრანსფორმერი ჩაუშვეს. პირველი ნაკადი ვიეტნამში გაიყიდება შემდეგ მას შეუერთდება ტაილანდი და ინდონეზია.
მსგავსი კამპანიების წამოწყების მიზეზი არის ის, რომ კოკა-კოლა და პეპსი მუდამ კრიტიკის ქვეშ ექცევიან, რადგან ბუნების დაბინძურებაში განსაკუთრებული წვლილი პოლიეთილენის ბოთლებს მიუძღვით.
(მოამზადა თეო ტაბატაძემ)
წყარო: marketer.ge