შემზარავი ტრაგედია, რომელმაც წინა ხელისუფლების რეჟიმს გამოუსწორებელიდარტყმა მიაყენა, "შარდენ-ბარიდან" დაიწყო... 2006 წლის 27 იანვარს ორი მეგობარი- სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე კუდ-ის თანამშრომლებმა ოქროყანისსასაფლაოზე "დასასჯელად" აიყვანეს, საიდანაც ცოცხალი მხოლოდ ლევანიდაბრუნდა... ლევან ბუხაიძე წლების შემდეგაც უემოციოდ ვერ იხსენებს იმტრაგედიას თავის პირველ საგაზეთო ინტერვიუში:
- ლევან, 5 ივნისს სასამართლო პროცესზე თქვენი დაკითხვის შემდეგ, დათაახალაიას ადვოკატმა განაცხადა, ბუხაიძემ საკუთარი თავის მამხილებელიჩვენება მისცაო.
- ეგ კაცი პროვოკატორია, ცდილობს მოთმინება დაგვაკარგვინოს. ზაქარეიშვილს რომჰკითხო, მე ჩემი მეგობარი ვაწამე და მოვკალი. ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ,არაფრად ჩავაგდო მისი პროვოკაციული გამოხდომები. ვიღაცების დავალებასასრულებს და შეგნებულად ავრცელებს ცრუ ვერსიებს. ტყუილად ირჯებაზაქარეიშვილი, ის იმ სიცრუის მანქანის ნაწილია, რომელიც მე, ერთადერთ ცოცხალმოწმეს, ყველა ხერხით მებრძოდა.
- ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პროკურატურას აქვს შოკისმომგვრელიმასალები, რომელიც საქმეს სხვა მიმართულებით წაიყვანს.
- გამოძიების შედეგი შოკისმომგვრელი შეიძლება იყოს იმ ხალხისთვის, ვისაც ესენიმალავდნენ. მალე ყველაფერი გამოჩნდება.
- რით დაიწყო და როგორ დასრულდა 2006 წლის 27 იანვრის კოშმარულიღამე?
- "შარდენ-ბარში" მისვლამდე, მე, სანდრო და ჩვენი მეგობრები ბარ "კაიზერში",სიონის ეკლესიასთან ახლოს, ნინოობას აღვნიშნავდით. ბარიდან რომ გამოვედით,სანდრომ მეგობარ გოგონას, თათია მაისურაძეს დაურეკა, რომელიც "შარდენ-ბარში"იყო და ჩვენც იქ მივედით ყავის დასალევად... იქვე, მეორე მაგიდასთან ისხდნენვასილ სანოძე, თაკო სალაყაია, დათა ახალაია, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი დათათია მაისურაძე. სანდრო თათიას დაელაპარაკა, რის შემდეგაც ბარიდანწამოვედით...
- გამოსვლამდე სანდროს კონფლიქტი ვისთან მოუვიდა?
- ამას მე არ შევსწრებივარ, საპირფარეშოში გავედი და შესაძლოა, იმ დროს მოხდარამე. სხვა სუფრის წევრები ამბობენ, რომ სანდრომ შეურაცხმყოფელი რეპლიკებიესროლა მათ... გარეთ გამოსულები ლესელიძის ქუჩას ფეხით გავუყევით. 12გრადუსი ყინვა იყო და მანქანები აღარც დადიოდა. მალე ML-ის მარკისვერცხლისფერი ჯიპი წამოგვეწია, გადმოხტნენ, ხელები გადაგვიგრიხეს და მანქანაშიჩაგვყარეს. გვითხრეს, პოლიციის თანამშრომლები ვართო. საბუთები და მობილურებიჩამოგვართვეს და ოქროყანაში აგვიყვანეს. გზაში სანდრომ იკითხა, სად მიგყავართ,აქეთ განყოფილება არ არისო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ერთმაგაარტყა. მიგვიყვანეს სასაფლაოზე და პირდაპირ ცემა დაგვიწყეს. ცალ-ცალკეგვცემდნენ, მას შემდეგ სანდრო აღარ მინახავს... მირტყამდნენ ხელებს, წიხლებს დაიარაღის ტარს. ერთხანს ჭკუა გადამეკეტა, წინააღმდეგობას ვუწევდი, წამოდგომავცადე და ჩემს დასაშოშმინებლად გერონტი ალანიამ ჰაერში გაისროლა... ბოლოს,როცა ნაცემი ძირს დამაგდეს, ვიღაცამ დაიძახა სანდროზე, გაიქცაო, რაზეც ალანიამუპასუხა, გამოსირებულები რომ ხართ, იმიტომ გაიქცაო. სანდროს ლანდი არდამინახავს, არც გაქცევის ხმა გამიგონია. მოძალადეებმა ტანსაცმელი გამხადეს დაყველა ერთად მცემდა, ძირითადად, სახეში მირტყამდნენ. ერთმა ტელეფონიმომანათა სახეში - ალბათ, ფოტო გადამიღო. გულზე ჯვარი და ხატი მეკიდა დაალანიამ მითხრა, ცოცხალი რომ ხარ, ამ ჯვარს და ხატს უმადლოდეო და წავიდნენ...
წელი ძლივს ავითრიე და ფორთხვით ამოვედი ზემოთ, ტანსაცმელს ვეძებდი, მაგრამვერ ვიპოვე, ეტყობა, წაიღეს. ფეხშიშველმა ძლივს გამოვაღწიე სასაფლაოდან.
- მეგობარი არ გიძებნიათ?
- გზადაგზა ვეძახდი სანდროს, მაგრამ ხმა რომ არ გამცა, ვიფიქრე, ალბათ, თავსუშველა-მეთქი. შიშველს ორმა მანქანამ ჩამიარა, მაგრამ ასეთ ყინვაში მაისურისა დასაცვლის ამარას არ გამიჩერეს. ავტოგასამართ სადგურს მივადექი, კარი დაკეტილიდამხვდა და ვერანდაზე ავედი. იქ მუყაო ვიპოვე და ცოტა ხანს იმაზე დავდექი,რადგან საშინლად გაყინული ვიყავი. იქვე ორი დაგდებული მანქანა ვნახე, ვიფიქრე,შალითებს მოვხსნი, შემოვიხვევ და მერე პატრონს დავუბრუნებ, ან ფულს მივცემ-მეთქი. ამ დროს ფანჯარაში შევნიშნე, რომ პირველ სართულზე სპირალიანიგამათბობელი ენთო, მივხვდი, ვიღაც იყო შიგნით. ჩამოვედი და კარზე ვაბრახუნე.მოხუცმა დარაჯმა გამიღო. ავუხსენი, დაგვაყაჩაღეს, გთხოვთ, დამარეკვინეთ-მეთქი.ტელეფონი არა მაქვს და ვერც პოსტს დავტოვებო, მითხრა. მერე მოხუცმა პლედიმომახურა და გავითიშე...
დილით გზაზე ვიღაც მამაკაცი გამოვიდა, გამოვართვი მობილური და პატრულსდავურეკე. ჩამიყვანეს პოლიციაში. მათაც ვუთხარი, მე და ჩემი მეგობარიდაგვაყაჩაღეს-მეთქი, ვინაიდან არ ვიცოდი, რა მოხდა... დავიწყეთ სანდროს ძებნა,მეგობრებთან, ახლობლებთან, შემდეგ საავადმყოფო გადავამოწმეთ, მაგრამ ვერსადვიპოვეთ. ბოლოს ჩვენი მეგობრები ავიდნენ ოქროყანაში და ცხედარი ტყეში იპოვეს.
(ambebi.ge)