reportiori.ge - მირიან ნიკოლაძე: უნივერმაღ „ზუგდიდის“ პირველ სართულზე სატრენაჟორო დარბაზი გახსნეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების წინ ზუგდიდის „ზონდერბრიგადები“ იწვრთნებოდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:37
სამართალი
მირიან ნიკოლაძე: უნივერმაღ „ზუგდიდის“ პირველ სართულზე სატრენაჟორო დარბაზი გახსნეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების წინ ზუგდიდის „ზონდერბრიგადები“ იწვრთნებოდნენ
ავტორი:
29 აგვისტო, 2013. 14:26

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე როლანდ ახალაიას მხრიდან უნივერმაღ „ზუგდიდის" ქანთარიასა და ცხადაიასთვის წართმევის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, როდესაც ქანთარიასა და ცხადაიას  უნივერმაღი „ზუგდიდი" წაართვეს, გრიფი „საიდუმლოს" ქვეშ მოექცა აღნიშნული ობიექტი. ამასთან დაკავშირებით ნიკოლაძემ გაზეთ „ალიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„გრიფი „საიდუმლო" ამ საქმეს ბაჩო ახალაიამ დაადო, ის მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო. მამამ ქონება წაართვა, შვილმა გრიფი „საიდუმლო" დაადო უნივერმაღს, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას. ჩნდება კითხვა - რისთვის?"- განაცხადა ნიკოლაძემ.

ადვოკატი განმარტავს, რომ  სამი თვის წინ მან თავდაცვის სამინისტროს  გრიფის „საიდუმლოს" მოხსნით მიმართა, მაგრამ სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, უნივერმაღში  საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ზონდერბრიგადების" მომზადების  ცენტრი იყო გახსნილი და აქვე ინახებოდა იარაღიც.

„გახსოვთ, ალბათ, კასრებში დაარქივებული ვიდეომასალები რომ აღმოაჩინეს. მე პირადად, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ და ყველა ზუგდიდელი გეტყვით, რომ ამ უნივერმაღსაც იგივე დანიშნულებით იყენებდნენ. იქ პირველ სართულზე გახსნეს სატრენაჟორო დარბაზი, სადაც საპარლმენტო არჩევნების წინა პერიოდში მთელი ზუგდიდის „ზონდერბრიგადები" იწვრთნებოდნენ, ათლეტური მომზადების ცენტრი იყო. ამასთანავე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ უნივერმაღში ინახებოდა იარაღი და მაღალი ალბათობით, იქ იყო დაარქივებული მასალებიც. ზუგდიდში ყველამ იცის, რომ ათასი უბედურების საცავი იყო ეს უნივერმაღი. სამი თვის წინ მე მივმართე თავდაცვის სამინისტროს, რომ მოვხსნათ ამ საქმეზე გრიფი „საიუდმლო", მაგრამ მათგან პასუხი არ მიმიღია და რა ვქნა, რა ენაზე ველაპარაკო ახლა?"- აცხადებს ინტერვიუში მირიან ნიკოლაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016