reportiori.ge - 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:41
სხვადასხვა
19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
19 ივნისი, 2014. 12:18


ვერძი

დღეს ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ და საბოლოო გადაწყვეტილება ისე მიიღოთ. ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას. უმჯობესია, ცოტა გაისარჯოთ, მაგრამ შედეგი მიიღოთ.



კურო

დაუზარელი და აქტიური გარშემო მყოფების დახმარებით საკუთარი იდეებისა და პროექტების განხორციელებას შეძლებთ. რთულ სიტუაციაშიც მათი დახმარების იმედი გქონდეთ.

 

ტყუპი

გამოავლინეთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა. შეიძლება ლიდერის თვისებების გამოვლენაც მოგიწიოთ. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ გარშემო მყოფებში ავტორიტეტი არ დაკარგოთ.


კირჩხიბი

კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობის დასარეგულირებლად. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ შვებულება. შეიძლება საქორწინო ცერემონიისა და თაფლობის თვის დეტალების განხილვაც.


ლომი

ცვლილებების დღე გელით. უფრო სწორად, თავად მოინდომებთ რაღაცების შეცვლას. ეცადეთ, ყველაფერი კარგად გაიაზროთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.

 

ქალწული

დაფიქრდით და გაანალიზეთ, რისი მიღწევაც გსურთ და რისი შესაძლებლობა გაქვთ. კარგი დღეა დაფიქრებისა და სამომავლო გეგმების დასაწყობად.

 

სასწორი

კარგი დღეა ახალი შემოსავლის წყაროს მოსაძიებლად. ახალი სამსახური შეიძლება სრულიად უცნობმა ადამიანებმა შემოგთავაზონ და ნუ ეტყვით უარს.

 

მორიელი

დადებითი ემოციებით აღსავსე დღეა, რომანტიკული და ვნებიანი. დღეს პარტნიორში უამრავ დადებით თვისებას აღმოაჩენთ და ეცადეთ, მისთვისაც საუკეთესო იყოთ.

 

მშვილდოსანი

მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტი გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ სწავლასა და თვითგანათლებას. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.


თხის რქა

თუ საკუთარ თავში არ ჩაიკეტებით, გახსნილი იქნებით გარშემო მყოფებთან და საკუთარ სურვილებსაც გაუმხელთ, ისინი მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან.


მერწყული

შეამცირეთ საქმეების რაოდენობა და ნაკლები დრო დაუთმეთ მატერიალური და იურიდიული საკითხების მოგვარებას. ეს დღე დასვენებას, სამომავლო იდეების განხილვას დაუთმეთ.


თევზები

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შედეგზე თავად ხართ პასუხისმგებელი. ამიტომ, მოერიდეთ სარისკო და ავანტიურულ ქმედებებს. ზოგიერთებს ლატარიაში ფულის მოგება ელით.


astrologi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016