რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის გამო, გულისტკივილზე წერს.
„ღამე არ მეძინა, ვთლემდი ჩართულ ტელევიზორთან... უეცრად გამოვფხიზლდი, ევრონიუსში სანკტ-პეტერბურგის ეკატერინე დიდის პერიოდის ულამაზესი სასახლის რესტავრაციაზე ყვებოდნენ: როგორ სრულდება იუნესკოს „მსოფლიო მემკვიდრეობის" პროექტი -კაცობრიობის საუკეთესო ძეგლების მოვლა-აღდგენა. გულზე შემომეყარა: ბაგრატის ტაძარი გამახსენდა. ასე მოსისხლე მტერიც არ დაამახინჯებდა იმ ღვთაებრივ სილამაზეს, მსოფლიო ხუროთმოძღვრების შედევრს... მხოლოდ უნიჭო, ბოროტი, კაცთმოძულე უვიცი თუ მიუშენებდა იმ წმინდა კედლებს შუშის, ჰილტონის ლიფტს. რატომ? რა ჰეროსტრატეს კომპლექსი ეტაკა გაუნათლებელ „ბელადებს" - გაანადგურო ის, რაც ქართველი კაცის სულის ნაწილს წარმოადგენს?! თავისი უნიჭო, კიტჩური გემოვნებით რატომ დაამახინჯეს თბილისის ისტორიული ცენტრი?! როდემდე?!", - წერს სტურუა.