reportiori.ge - 8 მიზეზი თუ რატომ უნდა წახვიდეთ სამოგზაუროდ მარტო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:55
სხვადასხვა
8 მიზეზი თუ რატომ უნდა წახვიდეთ სამოგზაუროდ მარტო
20 ივნისი, 2014. 15:12



1. თქვენ არ გიწევთ კომპრომისებზე წასვლა

მარტო მოგზაურობისას თქვენ არ გიწევთ გაუზიაროთ თქვენი სურვილები თანამგზავრებს ან თანამგზავრებმა  გაგიზიარონ საკუთარი სურვილები. გაისეირნოთ? გამოფენაზე შეიაროთ? არჩევანი თქვენს გემოვნებაზე და ხასიათზეა დამოკიდებული! გაიღვიძე და იქ ახვალ, სადაც მოგინდებათ.

 

2. თქვენ არ გიწევთ არავისთვის დალოდება

ყველა ადამიანს თავიის ცხოვრების ტემპი აქვს: ერთი იღვიძებს დილით და თავის მოწესრიგებას უნდება 10 წუთი, ხოლო სხვას კი საათები სჭირდება. ზოგს უყვარს აეროპორტში მისვლა ძალიან ადრე, ხოლო ზოგს კი არ უყვარს დროის ტყუილუბრალოდ  ხარჯვა და რამდენიმე მუზეუმის დათვალიერება ურჩევნია. როდესაც მარტო მოგზაურობთ, შეგიძლიათ იმოგზაუროთ საკუთარი რიტმით.

 

3. თქვენ შეგიძლიათ სრულიად ჩაეფლოთ ატმოსფეროში                          

როდესაც თქვენ მოგზაურობთ კომპანიასთან ერთად თქვენ ვერ ხედავთ ნახევარ საინტერესოს, რადგან თქვენი ყურადღების ნაწილი დახშული აქვს საუბრებს. მარტოობაში თქვენ ეფლობით გარემოში და გესმით და ხედავთ ყველაფერს. ამგვარად უფრო მეტი ღია მოგონებები გრჩებათ იმ ადგილების შესახებ, რომელიც დაათვალიერეთ.

 

4. თქვენ შეგიძლიათ გაერკვიოთ თქვენს აზრებში

ზოგჯერ ისე იღლებით, რომ აუცილებელია იყოთ მარტო და გაერკვეთ თქვენს თავში. მედიტაციის ერთი კვირა, გარემოზე კონცენტრირება, უცნობი და ლამაზი ადგილების დათვალიერება გამოაცოცხლებს დაგადატვირთავსთქვენს ტვინს.

 

5. თქვენ გაგიმარტივდებათ ახალი ადამიანების გაცნობა

სასტუმროში ან ჰოსტელში გაჩერებისას, კაფეში ან პარკში ყოფნისას, თქვენს გარშემო აუცილებლად იქნება ბევრი ადამიანი. რადგან თქვენ მოგზაურობთ მარტო, თქვენ მათთვის იქნებით უფრო ღია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც არასდროს ყოფილა მოგზაურობაში მარტო.

 

6. მარტო მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ იცხოვროთ სპონტანურად

შეიცვალა ავტობუსების განრიგი, შეწყდა რეისი და თქვენი გეგმა ისეთი მკაცრი აღარაა. ყველაზე ღია შთაბეჭდილებები მაშინ რჩება მეხსიერებაში, როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ ხდება. ამიტომაც აღელვება არ ღირს, რადგან დაბრუნებისას ბედისწერის წყალობით შეწყდა რეისები.

 

7. თქვენ გახდებით უფრო მამაცი და დამოუკიდებელი

კომპანიაში მოგზაურობისას, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მეგობრის იმედზე. მარტო მოგზაურობისას კი ყველაფერზე პასუხისმგებელი თქვენთვითონ ხართ. თქვენ ისწავლით დაგეგმარებას და შედეგებზე პასუხისგებას: დაიკარგეთ? ამაში დამნაშავე თქვენთვითონ ხართ და გადაწყვეტილებაც თვითონ უნდა მიიღოთ.

 

8. თქვენ გაიგებთ რა შეგიძლიათ

სოლო-მოგზაურობისას თქვენ გაგიჩნდებათ ისეთი თვისებები, რომელთა ქონასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდით. თქვენ შეიძენთ შეუფასებელ გამოცდილებას, გაიცნობთ ახალ ადამიანებს და შეამოწმებთ თქვენს ძალებს, ხოლო როდესაც დაბრუნდებით და გაიგებთ, თუ რამხელა გზა გაიარეთ, ისეთი ვეღარასოდეს გახდებით, როგორიც მოგზაურობამდე იყავით.

 

 

წყარო: ucnauri.com

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016