სვეტიცხოველში ხვალ კიდევ ერთი ახალი მღვდელმთავარი ეკურთხება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საკვირაო მსახურებისთვის ლოცვას დღეს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს, საკვირაო წირვას კი, ხვალ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს. სვეტიცხოველში პატრიარქი სინოდის მიერ ახლადარჩეულ მღვდელმთავარს, არქიმანდრიტ საბა ინწკირველს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხებს.
3 ივნისს გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე უცხოეთის ეპარქიებისთვის ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეირჩა. მათგან ორი, გერმანია-ავსტრიის ეპარქიისთვის არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი ეპისკოპოსად სვეტიცხოველში 11 ივნისს ეკურთხა, არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე კი ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსად - 15 ივნისს.
სინოდის განჩინებით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას გამოეყო. დღეისთვის სულ 45 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი.
უახლოეს პერიოდში ასევე კახისა და ქურმუხის ეპისკოპოსი ეკურთხებიან.