reportiori.ge - პატრიარქი არქიმანდრიტ საბა ინწკირველს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:47
რელიგია
პატრიარქი არქიმანდრიტ საბა ინწკირველს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხებს
21 ივნისი, 2014. 17:15


სვეტიცხოველში ხვალ კიდევ ერთი ახალი მღვდელმთავარი ეკურთხება.  საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საკვირაო მსახურებისთვის ლოცვას დღეს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს, საკვირაო წირვას კი, ხვალ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს. სვეტიცხოველში პატრიარქი სინოდის მიერ ახლადარჩეულ მღვდელმთავარს, არქიმანდრიტ საბა ინწკირველს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხებს.



3 ივნისს გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე უცხოეთის ეპარქიებისთვის ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეირჩა. მათგან ორი, გერმანია-ავსტრიის ეპარქიისთვის არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი ეპისკოპოსად სვეტიცხოველში 11 ივნისს ეკურთხა, არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე კი ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსად - 15 ივნისს. 



სინოდის განჩინებით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას გამოეყო. დღეისთვის სულ 45 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი. 
უახლოეს პერიოდში ასევე კახისა და ქურმუხის ეპისკოპოსი ეკურთხებიან. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016