reportiori.ge - ლუდის სამკურნალო თვისებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:26
სხვადასხვა
ლუდის სამკურნალო თვისებები
ავტორი:
21 ივნისი, 2014. 19:33


ლუდის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ შუმერები წერდნენ. ლუდს ფეხმძიმეებსაც ასმევდნენ და ჩვილებსაც. ეს სასიამოვნო სასმელი დედის რძეზე მარგებლად მიაჩნდათ.


გერმანელი მკურნალი საუგფუსი კი ქალებს ურჩევდა, სახე ხშირად დაეზილათ ლუდის ქაფით, რათა კანი ჩვილივით ქორფა ჰქონოდათ.


ლუდი არა მარტო სასმელია, არამედ ერთგვარი სიცოცხლის ელექსირიცაა. მასში უამრავი ვიტამინი და მინერალია, მდიდარია ორგანული მჟავებით, ხელს უწყობს საკვების იოლად ათვისებას, მადას აღძრავს, აუმჯობესებს ძილს.


ნაბახუსევზე რომ უებარია, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი. მათთვის, ვინც მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა, ლუდი აუცილებელია. დასუსტებულ ორგანიზმს ბევრი ვიტამინი სჭირდება. ქარვისფერი სასმელი თირკმლებში, ღვიძლსა და ელენთაში საჭირო ვიტამინებს დააგროვებს და სისუსტეც უკვალოდ გაქრება.


ღია ფერის ლუდი გულის ტკივილსაც დაგიამებთ. 1 ჭიქა ლუდს ნახევარი ლიმონის წვენი გაურიეთ და კოქტეილი პატარა ყლუპებით მიირთვით.


ლუდი მოგიწესრიგებთ წნევას, გააფართოვებს სისხლძარღვებს და სპაზმებს მოხსნის. თუმცა ლუდი სასარგებლოა, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.


გულის დაავადებებთან ბრძოლის ამერიკულმა ასოციაციამ ლუდი სასარგებლო ალკოჰოლური სასმელების სიაში შეიყვანა. ამერიკელ მეცნიერთა დასკვნით, ლუდი გულის დაავადებების რისკს ამცირებს. ზოგადად, ალკოჰოლური სასმელები ე.წ. კარგი ქოლესტერინის დონეს ამაღლებს, რაც ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. ლუდის მიღების დასაშვები დოზა ქალებისთვის დღეში 300მლ, მამაკაცებისთვის კი 600 მლ-ია, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ლუდი ყოველდღე უნდა სვათ. ლუდის მიღება კვირაში 2-3-ჯერ არის მიზანშეწონილი.



წყარო: universi.ge

(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016