ერის ძარღვი მის გონებამახვილურ ანდაზებშია. ყველა ერს თავისი გზა და მსოფლმხედველობა აქვს, რაც ხალხურ შემოქმედებაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა გავეცნოთ სხვა ცნობიერების მქონე ადამიანთა კულტურას. B2P.GE-მ შეაგროვა რჩეული ანდაზები და გამონათქვამები, რომელბშიც კარგად ჩანს განსაკუთრებული ებრაული ხიბლი.
ადამი — პირველი იღბლიანი კაცი, რომელსაც არ ჰყავდა სიდედრი;
თუკი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ფულით, მაშინ ეს პრობლემა არ არის, ეს ხარჯია;
ღმერთმა ადამიანს მისცა ორი ყური და ერთი პირი იმისათვის, რომ მეტი მოისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს;
ღმერთმა დაგიფაროს სულელი ქალებისგან, კარგებისგან კი თავად გაიქეცი!
შევიდა ღვინო — გამოვიდა საიდუმლო;
ყველა ფულის უქონლობაზე წუწუნებს, ჭკუის უქონლობაზე კი არავინ;
თხის წინიდან გეშინოდეს, ცხენის უკნიდან, სულელის - ყველა მხრიდან;
სტუმარს და თევზს სამი დღის შემდეგ სუნი ასდის;
ორს არ სჯერავს შენი სიკვდილის: ვისაც უყვარხარ და ვისაც ეზიზღები;
ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს;
ღმერთო! დამეხმარე ფეხზე დადგომაში — დაცემა თავადაც შემიძლია;
როცა საკეთებელი არაფერია, იწყებენ დიადი საქმეების კეთებას;
ვისაც შვილები არ ჰყავს, შეუძლიათ მათი კარგად აღზრდა;
სიცილით სიკვდილი სჯობს შიშით სიკვდილს;
გამოცდილება — ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს ეძახიან;
ჭაღარა — სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის;
დაბერებისას ადამიანი ხედავს ცუდად, მაგრამ მეტს;
ადამიანმა უნდა იცხოვროს ცნობისმოყვარეობის გამო მაინც;
ორი სიავისგან პესიმისტი ირჩევს ორთავეს;
ყრუს ესმოდა რას ყვებოდა მუნჯი, რას ხედავდა ბრმა, კოჭლი როგორ გარბოდა სწრაფად;
როცა შინაბერა თხოვდება, ის მაშინვე ახალგაზრდა ცოლი ხდება;
მშობლები შვილებს ლაპარაკს ასწავლიან, შვილები მშობლებს გაჩუმებას;
ფულთან ერთად ისე კარგი არ არის, როგორც მათ გარეშე ცუდად ყოფნაა;
თხას წვერები ვერ აქცევს რაბინად;
შორიდან არავინ არის ცუდი;
შეიძლება კვერცხები ქათმებზე ბევრად ჭკვიანები არიან, მაგრამ ისინი მალე ლაყდებიან;
ქაშაყი ჰყოფნის ათ ადამიანს, ქათამი მხოლოდ ორს;
ჯერ არ დაბადებულა ცხენი, რომლითაც შეიძლება საკუთარ ახალგაზრდობას დაეწიო;
მამაკაცები უფრო ბევრს გააკეთებდნენ, ქალები რომ უფრო ცოტას ლაპარაკობდნენ;
კარგად დუმილი უფრო რთულია, ვიდრე კარგად საუბარი;
ცუდი ცოლი — წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში გაგდებს, ცუდი ცოლი კი სახლიდან;
სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმის გამო, რომ ბევრი არაადამიანია.
(მოამზადა თეო ტაბატაძემ)
წყარო: b2p.ge