reportiori.ge - ებრაული სიბრძნე - ღმერთო! დამეხმარე ფეხზე დადგომაში — დაცემა თავადაც შემიძლია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:00
სხვადასხვა
ებრაული სიბრძნე - ღმერთო! დამეხმარე ფეხზე დადგომაში — დაცემა თავადაც შემიძლია
ავტორი:
22 ივნისი, 2014. 13:33



ერის ძარღვი მის გონებამახვილურ ანდაზებშია. ყველა ერს თავისი გზა და მსოფლმხედველობა აქვს, რაც ხალხურ შემოქმედებაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა გავეცნოთ სხვა ცნობიერების მქონე ადამიანთა კულტურას. B2P.GE- შეაგროვა რჩეული ანდაზები და გამონათქვამები, რომელბშიც კარგად ჩანს განსაკუთრებული ებრაული ხიბლი.

 

    ადამიპირველი იღბლიანი კაცი, რომელსაც არ ჰყავდა სიდედრი;

    თუკი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ფულით, მაშინ ეს პრობლემა არ არის, ეს ხარჯია;

    ღმერთმა ადამიანს მისცა ორი ყური და ერთი პირი იმისათვის, რომ მეტი მოისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს;

    ღმერთმა დაგიფაროს სულელი ქალებისგან, კარგებისგან კი თავად გაიქეცი!

    შევიდა ღვინოგამოვიდა საიდუმლო;

    ყველა ფულის უქონლობაზე წუწუნებს, ჭკუის უქონლობაზე კი არავინ;

    თხის წინიდან გეშინოდეს, ცხენის უკნიდან, სულელის - ყველა მხრიდან;

    სტუმარს და თევზს სამი დღის შემდეგ სუნი ასდის;

    ორს არ სჯერავს შენი სიკვდილის: ვისაც უყვარხარ და ვისაც ეზიზღები;

    ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს;

    ღმერთო! დამეხმარე ფეხზე დადგომაშიდაცემა თავადაც შემიძლია;

    როცა საკეთებელი არაფერია, იწყებენ დიადი საქმეების კეთებას;

    ვისაც შვილები არ ჰყავს, შეუძლიათ მათი კარგად აღზრდა;

    სიცილით სიკვდილი სჯობს შიშით სიკვდილს;

    გამოცდილებაეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს ეძახიან;

    ჭაღარასიბერის ნიშანია და არა სიბრძნის;

    დაბერებისას ადამიანი ხედავს ცუდად, მაგრამ მეტს;

    ადამიანმა უნდა იცხოვროს ცნობისმოყვარეობის გამო მაინც;

    ორი სიავისგან პესიმისტი ირჩევს ორთავეს;

    ყრუს ესმოდა რას ყვებოდა მუნჯი, რას ხედავდა ბრმა, კოჭლი როგორ გარბოდა სწრაფად;

    როცა შინაბერა თხოვდება, ის მაშინვე ახალგაზრდა ცოლი ხდება;

    მშობლები შვილებს ლაპარაკს ასწავლიან, შვილები მშობლებს გაჩუმებას;

    ფულთან ერთად ისე კარგი არ არის, როგორც მათ გარეშე ცუდად ყოფნაა;

    თხას წვერები ვერ აქცევს რაბინად;

    შორიდან არავინ არის ცუდი;

    შეიძლება კვერცხები ქათმებზე ბევრად ჭკვიანები არიან, მაგრამ ისინი მალე ლაყდებიან;

    ქაშაყი ჰყოფნის ათ ადამიანს, ქათამი მხოლოდ ორს;

    ჯერ არ დაბადებულა ცხენი, რომლითაც შეიძლება საკუთარ ახალგაზრდობას დაეწიო;

    მამაკაცები უფრო ბევრს გააკეთებდნენ, ქალები რომ უფრო ცოტას ლაპარაკობდნენ;

    კარგად დუმილი უფრო რთულია, ვიდრე კარგად საუბარი;

    ცუდი ცოლიწვიმაზე უარესია: წვიმა სახლში გაგდებს, ცუდი ცოლი კი სახლიდან;

    სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ბევრი ადამიან, არამედ იმის გამო, რომ ბევრი არაადამიანია.

 

 

(მოამზადა თეო ტაბატაძემ)

 

 

 

წყარო: b2p.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016