საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი - "სამანთ მფარველი" აკურთხა. საზღვრების დამცველი ღვთისმშობლის ხატის შექმნის შესახებ იდეა ქართველი მესაზღვეების მოძღვარს, სვეტიცხოვლის დეკანოზ, მიქაელ მაჭარაძეს ეკუთვნის. მისი ინიცატივით, მესაზღვრეთა შემოწირულობებით და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, დაიწერა ხატი - "სამანთ მფარველი (სანამი ძველი ქართული სიტყვაა და საზღვარს ნიშნავს).
სვეტიცხოველში პატრიარქმა სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა სამმართველოებში დაბრძანებული საზღვრის მფარველი ხატებიც აკურთხა, თავად დედა ხატი კი სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "ყაზბეგში", სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაშია დაბრძანებული. უწმინდესმა სვეტიცხოველში ქადაგების დასასრულს მესაზღვრეებიც დალოცა.
"პატრიარქის დალოცვა თითოეული ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მოხდა კურთხევა ხატების, რომლებიც სასაზღვრო პოლიციისთვის დაიწერა. უწმინდესმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა ჩვენს საქმიანობაში", - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა.