reportiori.ge - რატომ მოიკლა თავი ყოფილა პარლამენტარმა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:06
პრეს-დაიჯესტი
რატომ მოიკლა თავი ყოფილა პარლამენტარმა?
ავტორი:
23 ივნისი, 2014. 12:03

ყოფილი პარლამენტარი, თემურ ჩარკვიანი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იარაღით მოიკლა თავი.


 

2004 წლამდე ის მშენებლობის მინისტრი იყო. რამდენჯერმე პირადად შევხვედრივარ. ასე თუ ისე, ვიცნობდი. საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი იყო. როგორც კი მიხეილ სააკაშვილის ბანდა მოვიდა ხელისუფლებაში, თანამდებობა დატოვა და კერძო ბიზნესში გადაინაცვლა. მე პირადად, ძალიან გამიკვირდა, როცა ის თავისი ბიზნესით სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას იძულებით აკეთებდა. თემურ ჩარკვიანის ახლობლები ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი ბანკის ვალები გახდა, მან მთელი ქონება დაკარგა და ეს ქონება იყო მილიონებად შეფასებული. ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ იძულებით ჩაადებინეს თანხა სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაში - სიღნაღში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. ის იყო სამშენებლო კომპანია „თბილისის" დამფუძნებელი.


2008 წელს თემურ ჩარკვიანი „ნაციონალებმა" პარლამენტშიც შეიყვანეს. სააკაშვილის მეთოდი იყო, ვისაც წველიდა, ახლოს უნდა ჰყოლოდა. მან იგივე მეთოდით გამოიყენა მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ, როცა ეს უკანასკნელი პარლამენტში შეაბრძანა და „ცენტრ-პოინტი" ბოლომდე გააკოტრა. ალბათ, გახსოვთ, როგორ ტრაბახობდა სააკაშვილი სიღნაღის მშენებლობით. მან თემურ ჩარკვიანს ტენდერი კი მოაგებინა, მაგრამ ათჯერ მეტი ფული დააყრევინა და სამშენებლო კომპანია „თბილისისგან" 2009 წელს აღარაფერი დარჩა. არადა, ეს კომპანია იყო ჩართული გრანდიოზულ პროექტებში - სამების ტაძრისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა. ცნობილია ისიც, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ჩარკვიანს შეასრულებინა უამრავი პროექტი ბათუმსა და ქობულეთში. როგორც ამბობენ, იგივე ხელისუფლებამ მას ხარჯები არ აუნაზღაურა, გადააგდო.


როგორც ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, თემურ ჩარკვიანი მისი რძლის ახლო ნათესავი იყო და კარგად იცის, როგორ ჩაითრიეს ბინძურ პოლიტიკაში:


„ბატონი თემური ბათუმელი იყო და ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. ის პარლამენტში ნებით არ შესულა, პოლიტიკა არასოდეს არ აინტერესებდა. ლევან ვარშალომიძისა და მიხეილ სააკაშვილის თხოვნით თუ დაძალებით დათანხმდა, ასე გახდა ბათუმის მაჟორიტარი „ნაცმოძრაობიდან". მას ჰქონდა კარგი შემოსავალი და არაფერში არ სჭირდებოდა პოლიტიკა, მაგრამ, ალბათ, გახსოვს, 2008-ში „ნაციონალებს" პრობლემები ჰქონდათ, სააკაშვილს სჭირდებოდა ავტორიტეტული ფიგურები და ამავე დროს სჭირდებოდა ბევრი ფული. მე ბათუმში არავინ მინახავს ამ ადამიანზე აუგის მთქმელი ან განაწყენებული. ნამდვილად ვიცი, რომ ოჯახში არანაირი პრობლემა არ ჰქონია... „ნაცმოძრაობამ" ეს კაცი გამოიყენა, კარგად წველა, დაიყვანა ნულზე და შემდეგ მოიქნია. მას ბათუმში იმდენი ბიზნესი არ ჰქონდა, რამდენიც აღმოსავლეთ საქართველოსა და ქართლში. კაცი, რომელიც იყო წარმატებული ბიზნესმენი, ყელამდე ვალებში დატოვა მიხეილ სააკაშვილმა. ძალიან ბევრს უკვირს, ჩარკვიანი არ იყო ის ადამიანი, რომ ასე ხელაღებით თავი მოეკლა".


თუმცა ფაქტია, ამ ადამიანმა თავი მოიკლა. ერთ-ერთი ახლობლის თქმით: „სიღნაღი რომ გააკეთებინეს,მაშინ დაედო ვალები, ბანკების გარდა, კერძო ვალებიც ჰქონდა. მერე გაადეპუტატეს, ეგონა, ადეიშვილი დაუბრუნებდა, რაღაც ტენდერები მოაგებინეს და მერე ისევ გაწეწეს, როგორც იცოდნენ. შარშან შევხვდი, ისეთი რაღაცები მომიყვა, ფული რომ მქონოდა, მივცემდი".


ახლა ძალიან ძნელია, გარდაცვლილს რამე უსაყვედურო, მაგრამ სწორედ ამაზეა ნათქვამი: მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალებმა სამარის კართან მიმიყვანესო. ეს ის მიხეილ სააკაშვილი გახლავთ, რომელიც დღეს დემოკრატიასა და პატიოსნებაზე გველაპარაკება შორიდან. თან დაგვცინის, უკრაინაში ჩასასვლელ ფულს ძლივს ვშოულობო.


„ქრონიკა" მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს თემუ ჩარკვიანის ოჯახსა და ახლობლებს.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016